|
3-05-2010, 19:53
საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მსურველთა რეგისტრაცია 10 მაისს დასრულდება. ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა დღეს გართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
მათი განმატებით, საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა ნებისმიერი აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად. რეგისტრაციის გავლა კი ნებისმიერ აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელშია შესაძლებელია.
ამასთან, საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვებათ მაგისტრანტობის იმ კანდიდატებს, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება საშემსრულებლო საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამებზე.
სპეციალობის გამოცდას კანდიდატები უშუალოდ უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარებენ (გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge გამოქვეყნებულია სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი და სხვა საჭირო ინფორმაცია). სამაგისტრო პროგრამაზე კანდიდატის ჩარიცხვისას მნიშვნელობა ენიჭება როგორც საერთო სამაგისტრო გამოცდის, ისე სპეციალობის გამოცდის შეფასებას.
სახელმწიფოს მიერ განსაზღვრა პრიორიტეტული სფეროები, რომელთა დაფინანსება უპირატესად მიიჩნია. გამოიყო 11 მიმართულება, კერძოდ კი ბიზნესი და ეკონომიკა, ჰუმანიტარული, სოციალური, სამართალი, საინჟინრო, განათლება და პედაგოგიკა, საბუნებისმეტყველო, აგრარული, მათემატიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები, ხელოვნება, ჯანდაცვა. განისაზღვრა, რომ მაგისტრატურის დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხის 10% საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების მიხედვით შედგენილი რეიტინგული სიით განაწილდება. მომდევნო 40% თანაბრად განაწილდება მიმართულებებზე, დარჩენილი 50% კი გადანაწილდება პრიორიტეტულ მიმართულებებზე. |
|