|
5-05-2010, 22:41
ტრადიციული მედიცინის ლიგამ ჰომეოპათიისა და ქართული ტრადიციული მედიცინის კლინიკა ”ოჯახის მკურნალი” დააარსა.
კლინიკის დირექტორი, ჰომეოპათიისა და ქართული ტრადიციული მედიცინის ლიგის პრეზიდენტი, ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი თორნიკე ალაშვილი მრავალი წელია წარმატებით მუშაობს ქართული ჰომეოპათიის დამკვიდრებისა და განვითარებისთვის. ახლად დაარსებულ კლინიკაში ექიმ-ჰომეოპატთა გუნდი, კლინიკის დირექტორ თორნიკე ალაშვილთან ერთად, ქართულ ტრადიციულ მედიცინასა და ჰომეოპათიაში არსებული პრინციპებითა და მეთოდებით ათასობით ადამიანს კურნავს. კლინიკაში გამოიყენება ბუნებრივი, კომპლექსური ერთიანი მკურნალობის მეთოდები: ჰომეოპათია; ქართული ტრადიციული (ხალხური) მედიცინა; მანუალური თერაპია; სამკურნალო ფიზკულტურა და მასაჟი; წერტილოვანი მასაჟი, ლაზერო-მაგნიტოთერაპია.
კლინიკაში ბავშვთა და მოზრდილთა ასაკის პაციენტებს მკურნალობენ. უტარდებათ კომპლექსური, ერთიანი (ქოლისტიკური) მკურნალობა: კუჭ-ნაწლავის, გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი ორგანოების, ალერგიული, ჰემატოლოგიური, ენდოკრინულ, თირკმელების, საშარდე გზების, კანის, ძვალ-სახსროვანი სისტემის, ალერგიული, ნერვული სისტემის დაავადებების დროს. შედარებით მძიმე პათოლოგიებიდან, რომელსაც მკურნალობენ ”ოჯახის მკურნალში”, აღსანიშნავია ტრომბოციტოპენია, ჰეპატიტები და ღვიძლის ციროზი, ფსორიაზი, ბავშვთა ცერებრალური დამბლა, აუტიზმი და სხვა.
ჰომეოპათიის ეფექტურობას 200-წლიანი გამოცდილება ამტკიცებს. წამლები თანდათან განზავებითა და დინამიზაციით (ენერგიული შენჯღრევით) მზადდება ბუნებრივი ნედლეულისგან, როგორებიცაა მინერალები, მცენარეები, ცხოველური წარმოშობის წამლები. მრავალი განკურნებული პაციენტია დასტური იმისა, რომ წამლების უმცირესი დოზები საკმაოდ ეფექტური და უვნებელია.
კლინიკა ”ჯახის მკურნალი” მდებარეობს რუსთაველის გამზ. #28, ალ. ჭავჭავაძის ქ. #2ა-ში. საკონტაქტო ტელეფონია: 986486, 989955, 8(99)559961, ელ.ფოსტა: tornice@caucasus.net, www.curamediana.ge
|
|