|
28-05-2010, 19:47
დღეს სამების ახალგაზრდულ ცენტრში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II შვილმკვდარ დედებს შეხვდა.
შაოსანი დედების ერთობა 20 წლის წინ პატრიარქის კურთხებით ჩამოყალიბდა. მასში რამდენიმე ათასი დედაა გაერთიანებული.
საიუბილეო შეკრებაზე დღეს პატრიარქმა ერთობის წევრები დალოცა, დედებმა კი მადლიერების ნიშნად სამების საკათედრო ტაძარს ჯვარცმა გადასცეს. პატრიარქმა დედებს ძაძების გახდისკენ მოუწოდა.
"მინდა გავიმეორო ის რაც არაერთხელ მითქვამს თქვენთვის _ თქვენი შვილები ცოცხლები არიან. ისინი არიან მკვიდრნი ზეციური საქართველოსი და მინდა, რომ მათმა სულებმა გაიხარონ. თუ გინდათ, რომ გაიხარონ, ჩაიცვით ღია ფერის ტანსაცმელი დღესვე, როგორც კი მიბრძანდებით სახლში, იმიტომ რომ ეს იქნება დიდი სიხარული", _ ბრძანა პატრიარქმა. |
|