|
12-06-2010, 02:34
12 ივნისს, 16:00 საათზე, გამოცდების ეროვნულ ცენტრს მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, ფილიპ ლე რუ ეწვევა.
მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მოინახულებს ორგანიზაციებს, რომლებიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებენ პროექტებს. 12 ივნისს ლე რუ გამოცდების ეროვნულ ცენტრს (ი. ჯავახიშვილის 60) ეწვევა.
გამოცდების ეროვნული ცენტრი დაარსებიდან თანამშრომლობს მსოფლიო ბანკთან. მიმდინარე ეტაპზე გამოცდების ეროვნული ცენტრი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებს ახორციელებს. |
|