ერთიანი ეროვნული გამოცდები მსოფლიო ბანკის გამოცემაში » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ერთიანი ეროვნული გამოცდები მსოფლიო ბანკის გამოცემაში სიახლე
2-02-2012, 00:47
ერთიან ეროვნულ გამოცდებს მსოფლიო ბანკი საქრთველოში გატარებულ ყველაზე მნიშვნელოვან ანტიკორუფციულ რეფორმათა შორის ასახელებს. მსოფლიო ბანკის მიერ გამოცემულ წიგნში, რომლის პრეზენტაციაც ვაშინგტონში 31 იანვარს გაიმართა, ერთიან ეროვნულ გამოცდებს ცალკე თავი ეძღვნება.

წიგნში, რომლის ავტორია მსოფლიო ბანკის აღმოსავლეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი ასად ალამი, "ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ საჯარო სამსახურში - საქართველოს რეფორმების ქრონიკა" ჰქვია და მასში მერვე თავი, "მისაღები გამოცდებიდან კორუფციის აღმოფხვრა", მთლიანად ერთიან ეროვნულ გამოცდებს ეთმობა.

თავის შესვალაში მოკლედ აღწერილია, თუ როგორ იღებდნენ სტუდენტებს უმაღლესი სასწავლებლები 2005 წლამდე; როგორ იყოფოდა ფაკულტეტები და უნივერსიტეტები პრესტიჟულობისა და იქ მოხვედრის საფასურის მიხედვით. აქვე აღნიშნულია, რომ რევოლუციის შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ ამ პრობლემის მოგვარება დაისახა მიზნად და რომ 2005 წელს ოთხ საგანაში პირველი ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდა. "იმისთვის რომ ახალი საგამოცდო სისტემის არსი განემარტათ საზოგადოებისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის თანამშრომლებმა საქართველოს ყველა რეგიონი მოიარეს", - ნათქვამია ანგარიშში.

აქვე საუბარია იმის შესახებ, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი თავდაპირველად სკეპტიკურად შეხვდა ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღებას და რომ ამ პროცესს ვნებათაღელვა მოჰყვა. "კორუფციის მთლიანად აღმოსაფხვრელად, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ტესტები ინგლისში დაბეჭდა, მას შემდეგ კი რაც მასალები საქართველოში ჩამოიტანეს ის ეროვნული ბანკის საცავებში განათავსეს და 14 საგამოცდო ცენტრში საპატრულო პოლიციის თანხლებით მიიტანეს", - ნათქვამია გამოცემაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღების შედეგად, სრულიად აღმოიფხვრა კორუფცია მისაღებ გამოცდებზე და წაიშლა პრესტიჟულ ფაკულტეტებზე "ქრთამის სანაცვლოდ მოხვედრის" ცნება.

"ამ რეფორმამ უმაღლესი სასწავლებლებისკენ გზა გაუხსნა საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ, ასევე ხელმოკლე ოჯახებიდან გამოსულ აბიტურიენტებს და საზოგადოების ნდობა პირველივე ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგვე მოიპოვა", - ნათქვმია ასად ალამის წიგნში.

წიგნში, რომლის ონლაინ ვერსიაც უკვე გათავსდა მსოლფიო ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე, შესულია რვა საჯარო სამსახურის კვლევა, რომლებშიც ანტიკორუფციული ღონისძიებები განხორციელდა.
naec.ge
 
 

ასევე:

  • ერთიანი ეროვნული გამოცდების მედიაცენტრი დღეს გაიხსნება
  • გამოცდების ეროვნული ცენტრის პრეზენტაცია ვაშინგტონში გაიმართება
  • ბრიტანეთიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები ჩამოიტანეს
  • გამოცდების ეროვნულ ცენტრს მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეწვევა
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები უკვე თბილისშია






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge