ქართველი სუმოისტი ლევან ცაგურია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ქართველი სუმოისტი ლევან ცაგურია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვდა კულტურა, სპორტი
23-06-2010, 23:57
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იაპონიის უმაღლეს ლიგაში მოღვაწე ქართველი სუმოისტი ლევან ცაგურია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.

ცაგურია პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც აღნიშნული ჯილდო მიიღო. ქართველის სუმოისტი იაპონიიდან თბილისში სპეციალურად ამ ჯილდოს მისაღებად ჩამოვიდა.

პრეზიდენტმა ცაგურიას ქართველის სახელის ღირსეულად ტარებისა და სპორტული მიღწევებისთვის მადლობა გადაუხადა.

"თუ რამე არის სიმბოლო ქართველი კაცის ღირსებისა და ბრწყინვალების, ეს არის ლევან ცაგურია, მისი სპორტული კარიერა და მიღწევა. მან შეაღწია ყველაზე დახურულ სპორტულ ლიგაში. ის იყო პირველი ევროპელი, რომელმაც სხვებს გაუკვლია გზა. Lევან ცაგურიამ ღირსეულად ატარა იქ ქართველის სახელი. ის არ არის იქ მამლუქი, ის არის იქ, როგორც ქართველი. ეს არის მისი დიდი დამსახურებისა და ბრწყინვალების გამოხატულება", _ განაცხადა პრეზიდენტმა ჯილდოს გადაცემის ცერემონიალზე.

ლევან ცაგურიამ პრეზიდენტსა და სრულიად საქართველოს მადლობა გადაუხადა ჯილდოსთვის და და იმედი გამოთქვა, რომ ახლო მომავალში მისი ოცნება ასრულდება და მშობლიურ აფხაზეთში, თავის სახლში დაბრუნდება.
ghn.ge
 
 

ასევე:

  • პროფესორი ლევან იმნაიშვილი საპატიო დიპლომით დაჯილდოვდა
  • პრეზიდენტმა სტუ-ის წარმომადგენლები დააჯილდოვა
  • ყუმისთავის მღვიმეს პრომეთეს მღვიმე ეწოდება
  • პატრიარქმა პაატა ბურჭულაძე დააჯილდოვა
  • ლევან მახარაძეს ელიზბარ მინდელის სახელობის პრემია გადაეცა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge