26 ივნისი წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღეა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

26 ივნისი წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღეა ---
26-06-2010, 03:24
26 ივნისი წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, თბილისში, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში”, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი და წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი “ემპათია”, თემაზე “ერთობლივად წამების წინააღმდეგ” საქართველოში, მე-5 კონფერენციას გამართავენ. ღონისძიებაზე ხელი მოეწერება დეკლარაციას “ერთობლივად წამების წინააღმდეგ”, რომელიც გაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრს. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება აქტუალური მასალა, კონკრეტული ფაქტები, სახალხო დამცველისა და ცენტრ “ემპათიას” სპეციალური ანგარიშები რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” სპეციალური ანგარიში, ასევე სახალხო დამცველსა და ცენტრ “ემპათიას” შორის დადებული მემორანდუმი, როგორც საქართველოში წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმის მოდელი.

კონფერენციის მსვლელობისას მოეწყობა ომისა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა სამხატვრო ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებენ ევროკავშირი, გაეროს მოხალისეთა წამების მსხვერპლთა დახმარების ფონდი, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭო (დანია, კოპენჰაგენი).
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან - "ადამიანის უფლებათა ცენტრი" და ასოციაცია "სამართალი და თავისუფლება" - ერთად, 12:00 საათზე, წამების მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, აწყობს მანიფესტაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს წინ.

შეკრების ორგანიზატორები განათავსებენ ბანერს წარწერით: "არ აწამო". ნებისმიერ პირს ექნება შესაძლებლობა, ხელმოწერით დაადასტუროს სოლიდარობა წამების მსხვერპლთა მიმართ. შეკრების მონაწილეები 13:00 საათისთვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან გადაინაცვლებენ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მიისწრაფის წვლილი შეიტანოს წამების პრევენციის და მისი აღკვეთის საქმეში. ამ მიზნით, ასოციაცია ახორციელებს სხვადასხვა აქტივობას, რაც ხელს უწყობს საზოგადოებრივი ყურადღების მობილიზებას წამების პრობლემებთან დაკავშირებით. 2010 წლის 26 ივნისს საია გეგმავს საქართველოში წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობასთან დაკავშირებული ანგარიშის პრეზენტაციას, სადაც ასახულია ბოლო პერიოდში მომხდარი წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტები, ასევე ამ კუთხით არსებული სისტემური ხასიათის გამოწვევები და მიღწევები.

წამების საწინააღმდეგო საერთაშორისო კამპანია წელს ერთობლივად მსოფლიოს დაახლოებით 200 ქვეყანაში აღინიშნება. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 26 ივნისი წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღედ 1997 წლის 12 დეკემბერს გამოაცხადა. 1987 წლის 26 ივნისს ძალაში შევიდა გაეროს კონვენცია “წამებისა და სხვა არაადამიანური, ადამიანის ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ”.
 
 

ასევე:

  • დიღმის ტყეპარკში გარემოსდაცვითი აქცია გაიმართება
  • 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება
  • საქართველოში გარემოს დაცვის დღე აღინიშნება
  • დღეს გიორგობაა
  • ეკლესია წმინდა გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge