"ნათელი ქრისტესი. საქართველო" კალიგრაფიის გამოფენაში მონაწილეობს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

"ნათელი ქრისტესი. საქართველო" კალიგრაფიის გამოფენაში მონაწილეობს სიახლე
14-10-2009, 14:53
[ჯი-ეიჩ-ენი]. 14 ოქტომბრიდან 14 ნოემბრამდე მოსკოვში რუსეთის ფედერაციის იუნესკოს საქმეთა კომისიის ეგიდით კალიგრაფიის მეორე საერთაშორისო გამოფენა იმართება, რომელშიც საქართველო წარადგენს ტრილოგიას "ნათელი ქრისტესი. საქართველო".

გამოფენას "ნათელი ქრისტესი. საქართველოს" პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი პროფესორი ნესტან კირთაძე ესწრება. კირთაძემ მოსკოვში ჩაიტანა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მისასალმებელი წერილი _ "მშვიდობის გზავნილი" გამოფენის ორგანიზატორებისა და მონაწილეებისადმი.

"საქართველო ამ კულტურულ მოვლენაზე წარმოდგენილია გამოცემით - "ნათელი ქრისტესი. საქართველო", ასევე, ძველი ხელნაწერების ილუსტრაციებით, რომელიც წარმოაჩენს საქართველოს დამწერლობის კულტურის განვითარებას და რომელიც წარმოდგენილია ამ ეპოქალურ ტრილოგიაში. უნდა აღინიშნოს, რომ უნიკალური ქართული გამოცემის ექსპოზიციისათვის საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორებმა გამორჩეული იშვიათი ექსპონატებისათვის სპეციალური პავლიონი გამოყვეს", _ განაცხადა კირთაძემ. მისი თქმით, მოსკოვის შემდეგ გამოფენა გააგრძელებს ექსპოზიციებს მსოფლიოს კულტურულ ცენტრებში ტოკიოში ნიუ-იორკში, პარიზში, იერუსალიმში და ა.შ.

"ერთი მხრივ, ეს არის უნიკალური შანსი, გავაცნოთ მსოფლიო საზოგადოებას მრავალათასწლიანი ქართული ცივილიზაციის სულიერება და კულტურა. მეორე მხრივ კი ასეთი მნიშვნელობის მოვლენები შესაძლებლობებს იძლევა, მიუხედავად არსებული უკიდურესი დაძაბულობისა, არ შეწყდეს დიალოგი ქართულ და რუსულ კულტურებს შორის", _ განაცხადა ნესტან კირთაძემ.

კირთაძე იმედოვნებს, რომ "ნათელი ქრისტესი". საქართველო" მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დალაგებაში.

"ღმერთმა ქნას, რომ ეპოქალური წიგნი "ნათელი ქრისტესი". საქართველო" გახდეს მშვიდობის გზავნილი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დალაგების, ხიდების აღდგენისა და ჩვენი ხალხების ურთიერთგაგებისთვის", _ განაცხადა კირთაძემ.

ასეთი ფორმატის ღონისძიება, რომლის ორგანიზატორი კალიგრაფიის თანამედროვე მუზეუმი და კალიგრაფიის ეროვნული კავშირია მოსკოვში პირველად იმართება.

გამოფენაში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოში აღიარებული ავტორების ნამუშევრები. დამთვალიერებლების ყურადღების ქვეშ მოექცევა მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნის კალიგრაფიული შედევრები. მათ შორის რუსეთის, უკრაინის, ბელორუსის, საქართველოს ისრაელის, აშშ-ის, იაპონიის, ჩინეთის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, ავსტრალიის, ბრაზილიის და ა.შ.

გამოფენის სტუმრებს შორის არიან კოლექციონერები მთელი მსოფლიოდან, ავტორიტეტულ ხელოვნებათმცოდნეები და კრიტიკოსები.
 
 

ასევე:

  • კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულის ნამუშევრების გამოფენა იხსნება
  • „ქართული კალიგრაფიის“ გამარჯვებული სტუ-ის სტუდენტი გახდა
  • სტუ „განათლების საერთაშორისო გამოფენა 2015“-ში მონაწილეობს
  • სტუ განათლების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს
  • პატრიარქმა მრევლს ურთიერთშენდობისკენ მოუწოდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge