|
5-09-2010, 23:32
მთაწმინდის პარკ "ბომბორაში" გიგანტური ბორბალი საზეიმოდ გაიხსნა.
რეკონსტრუირებული ატრქციონის გახსნას თბილისის მერი გიგი უგულავა დაესწრო. საღამო თბილისის ბიგ-ბენდმა გახსნა.
62 მეტრის სიმაღლის ბორბალი 44 დახურული ტიპის გონდოლისგან შედგება, რომელთაგან თბილისის პანორამული ხედები იშლება. გონდოლები კომფორტულად არის მოწყობილი - ზაფხულში მათში კონდიცირების სისტემა, ხოლო ზამთარში გამათბობლები ფუნქციონირებს. |
|