სტუ-ში მუშაობა დაიწყო ე. წ. ტვინინგის პროექტმა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში მუშაობა დაიწყო ე. წ. ტვინინგის პროექტმა სიახლე
27-10-2010, 21:56
27 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობა დაიწყო ე. წ. ტვინინგის პროექტმა (Twinning Project), სახელწოდებით "შესაძლებლობების გაძლიერება ბოლონიის პროცესის ამოცანების განსახორციელებლად" (CEIBAL). ამავე დღეს ჩატარდა სემინარი თემაზე "საგანმანათლებლო პროგრამების კვლევა: სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების გამოცდილება საფრანგეთიდან".

შეხვედრა გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. არჩილ ფრანგიშვილმა. სემინარს დაესწრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი დავით კერესელიძე.
კონფერენცია 29 ოქტომბერს დასრულდება.

ტვინინგის პროექტი ”საქართველოში ბოლონიის პროცესის ამოცანების განსახორციელებლად შესაძლებლობების გაძლიერება“ (CEIBAL) ფინანსდება ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის ფარგლებში (ENPI) და ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით.

ტვინინგის პროექტის მიზანია ბოლონიის პროცესის რეფორმების ეფექტური განხორციელება შესაბამის ინსტიტუციებში და საქართველოს ჩართვა უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში (EHEA). პროექტის საშუალებით გაიზრდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სხვა საკვანძო ინსტიტუციების პროფესიული და ინსტიტუციური შესაძლებლობები, მაგალითად, ბოლონიის პროცესის რეფორმების განსახორციელებლად გაიზრდება განათლებისა და აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის შესაძლებლობები.

ინფორმაცია და ინფრომირებულობა ბოლონიის პროცესის განხორციელების მნიშვნელოვანი ელემენტებია. კონსულტაციები, სამუშაო ჯგუფები, ტრეინინგები, საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტები და სხვა წარმოადგენს ინსტრუმენტების ნარევს, რომლის მიზანია დაინტერესებული მხარეების საშუალებით რეფორმების პროცესის ხელშეწყობა.

პროექტის პარტნიორები არიან:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე და ინოვაციური საგანმანათლებლო და სამეცნიერო გარემოს შექმნას. ხარისხის უზრუნველყოფა, ინსტიტუციური შესაძლებლობების გაფართოება და ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში (EHEA) ინტეგრაცია არის მისი მთავარი მონაპოვარი.

გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო (BMBF), რომელიც აქტიურად უჭერს მხარს გერმანული ინსტიტუტების თანამშრომლობას საქართველოსთან მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და განათლები სფეროში. იგი სამუშაო ჯგუფების ფარგლებში დახმარებას უწევს დსთ-ის ქვეყნებს ბოლონიის პროცესის რეფორმების განხორციელებაში, როგორც დამოუკიდებლად, ასევე ევროკავშირის დონეზე.

პედაგოგიური სწავლების საერთაშორისო ცენტრი (CIEP), რომელიც არის ფრანგული საჯარო ინსტიტუტი, რომელიც ექვემდებარება საფრანგეთის ზოგადი განათლებისა და უმაღლესი განათლების და კვლევის სამინისტროს. მისი მიზანია განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება. ცენტრი მსოფლიოში პროფესიული მომზადებისა და შეფასების სფეროში თავისი კომპეტენტურობითა და გამოცდილებითაა ცნობილი; ასევე ცნობილია განათლების სფეროში მისი საერთაშორისო თანამშრომლობის როლით.

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD), რომელიც არის დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაცია. მისი სრული წევრები არიან უმაღლესი განათლების დაწესებულებებისა და სტუდენტური ორგანიზაციები. გერმანიის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით DAAD-ს დიდი გამოცდილება აქვს მიღებული უმაღლესი განათლების სფეროში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და აქტიურად მონაწილეობს გერმანიაში ბოლონიის პროცესის დაგეგმვაში.

გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ), რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო თანამშრომლობით ინიციატივას. მისი მიზანია მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, რისთვისაც საქმიანობას მთელ მსოფლიოში ახორციელებს. იგი წარმოადგენს ეროვნულ ორგანოს, რომელსაც ტვინინგის განხორციელების უფლება აქვს და ბოლო 10 წლის განმავლობაში უკვე 100-ზე მეტი ტვინინგის პროექტი აქვს განხორციელებული.

ეს პარტნიორები ჩართულნი არიან პროექტის განხორციელებაში.

საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ბოლონიის რეფორმების განხორციელებაში, რომელიც 2004-2005 წწ. დაიწყო.

რეფორმები საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვან ფაზაში შევიდა: საჭიროა მათი სრულყოფილი პრაქტიკული განხორციელება. არსებული მდგომარეობის შესანარჩუნებლად და მდგრადობის უზრუნველსაყოფად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მის პარტნიორ დაწესებულებებსა და უმაღლესი განათლების დაწესებულებებს ექსპერტთა დახმარება ესაჭიროებათ:

პირველი – განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და შესაბამისი დაწესებულებები (სხვა სამთავრობო დაწესებულებები, საგანმანათლებლო ცენტრები და სააგენტოები) ვალდებული არიან ნორმატიული და სარეკომენდაციო მომსახურეობა გაუწიონ უმაღლესი განათლების სექტორს და სახვა სამთავრობო უწყებებს, რათა განხორციელდეს ბოლონიის პროცესით გათვალისწინებული რეფორმები. კონკრეტული დეპარტამენტები ხშირად განიცდიან საჭირო ექსპერტიზის ნაკლებობას.

მეორე – კოორდინაცია და კომუნიკაცია სამთავრობო და აკადემიურ დაწესებულებებთან და სტრუქტურებთან, რომელთაც ბოლონიის რეფორმის კომპონენტების (და სხვა მასთან დაკავშირებული ინიციატივების) ხელმძღვანელობა და განხორციელება ევალებათ. ხშირად შეიმჩნევა რეფორმის კომპონენტებს შორის სრულყოფილი შიდა კავშირების ნაკლებობა.

მესამე – საქართველოში უმაღლესი განათლების სექტორში არ არსებობს ადეკვატური ხელმძღვანელობის, კონსულტაციებისა და რჩევების მექანიზმი და ორგანო/ორგანოები (როგორიცაა ბოლონიის კომიტეტი, ბოლონიის ექსპერტთა ქსელი, რომელთაც ექნებათ გამოკვეთილი მანდატი და საჭირო რესურსები, უნივერსიტეტთა ასოციაცია, უმაღლესი განათლების პოლიტიკისა და ტრეინინგის ცენტრი ან მსგავსი). ამგვარი მექანიზმები და ორგანოები უზრუნველყოფენ ბოლონიის რეფორმათა სრულყოფილ განხორციელებას უნივერსიტეტების, ფაკულტეტებისა და პროგრამების ყველა დონეზე და შექმნიან პლატფორმას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, რათა მათ რჩევები მისცენ და კონსულტაციები გაუწიონ მთავრობას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ.

ტვინინგის პროექტის მიზანია თითოეულ ამ სფეროში დამხარების გაწევა. პროექტის ექვსი კომპონენტი ამ მიზნების თანმიმდევრულ მიღწევას უზრუნველყოფს. ფრანგი ექსპერტები მონაწილეობას იღებენ 1,5 და 6 კომპონენტებში, ხოლო გერმანელი ექსპერტები 2, 3 და 4 კომპონენტის განხორციელებას უზრუნველყოფენ.

ყველა კომპონენტშია გათვალისწინებულია ფრანგი და გერმანელი ექსპერტების ვიზიტები, რომლებიც თითოეულ კომპონენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებთან მჭიდროდ ითანამშრომლებენ. შემოთავაზებები და რეკომენდაციები, რომლებსაც ექსპერტები მოამზადებენ დამტკიცდება პროექტის სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრაზე და განხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მიერ.

კომპონენტი 1
გაძლიერებული კოორდინაცია და კავშირები ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეგისტრში გასაწევრიანებლად

კომპონენტი 2
იურიდიული და ნორმატიული ჩარჩოს შესწავლა და ბოლონიის მთავარ დოკუმენტებთან თავსებადობა

კომპონენტი 3
ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თვითსერტიფიცირება

კომპონენტი 4
სასწავლო პროგრამების შეფასება

კომპონენტი 5
კვალიფიკაციების აღიარების პრაქტიკის შესაბამისობა ლისაბონის აღიარების კონვენციასთან

კომპონენტი 6
გაძლიერებული ადამიანური რესურსები ბოლონიის რეფორმის განასახორციელებლად და გრძელვადიანი შედეგების მისაღწევად.

პროექტის განხორციელების პერიოდია 2009 წლის ივნისი –2011 წლის მარტი.
 
 

ასევე:

  • სტუ-ში განათლების აღიარების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა
  • განათლების სამინისტროში ხუთწლიან სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაიწყო
  • განათლებაში მიმდინარე ღონისძიებებთან დაკავშირებით სემინარი ჩატარდა
  • მე-12 კლასი არ უქმდება
  • საქართველო და სომხეთი განათლების სფეროში ითანამშრომლებენ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge