|
25-11-2010, 01:42
"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა" და სომხეთის ენერგოსისტემის ოპერატორს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის საფუძველზედაც შესაძლებელი გახდება ორ ქვეყანას შორის დაგეგმილი სამომავლო თანამშრომლობა ელექტროენერგიის გადაცემის სფეროში.
საქართველოსა და სომხეთის ელექტროსისტემების ოპერატორები აპირებენ პარტნიორობას იმ თანამშრომლობისა და დაფინანსების მეშვეობით, რომელსაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ხელს შეუწყობს (Tetra Tetra Tech -ისა და აშშ-ის ენერგეტიკული ასოციაციის საშუალებით).
მემორანდუმის მეშვეობით დამყარდება არაფორმალური პარტნიორობა სომხეთის სისტემის ოპერატორსა და "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას" შორის. სომხეთი და საქართველო გეგმავენ მნიშვნელოვანწილად გაზარდონ თავიანთი ელექტროსისტემების ურთიერთდაკავშირების შესაძლებლობები. ეს პერსპექტივა თანამშრომლობისა და კოორდინაციის ახალ პოტენციალს ბადებს ელექტროსისტემების ოპერირებაში, რაც ორივე მხარისთვის სარგებლის მომტანი იქნება. ეს სარგებელი მოიცავს ვაჭრობისა და ექსპორტის გაფართოებას და ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტისგან მიღებულ შემოსავალს; კოორდინირებულ და მეტად ეფექტიან თანამშრომლობას; ადგილობრივი და ეკოლოგიურად სუფთა ენერგორესურსების მოწოდების დივერსიფიკაციასა და ენერგოსისტემების ოპტიმალურ განვითარებას. ის აგრეთვე ხსნის ახალ შესაძლებლობებს ფართო რეგიონული თნამშრომლობისთვის.
ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრნენ სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენელი, სომხეთის ენერგეტიკული კომპანიების ხელნძღვანელები, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი, სსე-ის რეაბილიტაციის მმართველი სულხან ზუმბურიძე და USAID-ის საქართველოსა და სომხეთის მისიების ოფიციალური წარმომადგენლები.
მხარეებმა ურთიერთგაგების მემორანდუმი თბილისში 2010 წლის 15-16 მარტს, გაერთიანებული სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე შეიმუშავეს და შეათანხმეს. ghn.ge |
|