საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონები მოგების გადასახადისგან გათავისუფლდება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონები მოგების გადასახადისგან გათავისუფლდება სიახლე
4-12-2010, 01:49
საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონები მოგების გადასახადისგან გათავისუფლდება. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის საკანონონმდებლო ინიციატივა "საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების" შესახებ პარლამენტში ევიდა.

კანონპროექტის მიზანია საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა იმ პირებისთვის, რომლებიც საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ეკონომიკურ საქმიანობას განახორციელებენ, რაც ორიენტირებული იქნება პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების შექმნაზე. კანონპროექტის თანახმად, ვირტუალური ზონის პირის გადასახადებით დაბეგვრასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს საგადასახადო კოდექსით რეგულირდება, რომელიც 2011 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.

ვირტუალურ ზონაში შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიური პროდუქცია არ დაიბეგრება საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებით მიღებული მოგების გადასახადით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდება დამატებული ღირებულების გადასახადით, საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანა ექსპორტის გადასახდელით.

მთავრობის ახალი ინიციატივის მიხედვით, ვირტუალური ზონის პირს საქმიანობის განსახორციელებლად არ სჭირდება ლიცენზიები, ნებართვები და სხვა მარეგულირებელი დოკუმენტები. ვირტუალური ზონის პირის სტატუსს საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი პირი ანიჭებს, რომელსაც კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში საქართვლოს მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს სტატუსის მინიჭების წესს და პირობებს.

ახალი კანონი საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ 2011 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.
ghn
 
 

ასევე:

  • ACTIVE -თან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
  • ტალინის უნივერსიტეტის წარმომადგენელი სტუ-ში შეხვედრას გამართავს
  • ტალინის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სტუდენტებს პროგრამები გააცნეს
  • 2010 წლიდან ეროვნულ არქივში დაჩქარებული მომსახურება დაინერგება
  • საერთაშორისო კონფერენცია NEW PROLAMAT 2013






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge