საქართველო-თურქეთის ელექტროგადამცემი ხაზის მშნებლობაზე 130 მლნ. ლარი დაიხარჯება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

საქართველო-თურქეთის ელექტროგადამცემი ხაზის მშნებლობაზე 130 მლნ. ლარი დაიხარჯება სიახლე
18-12-2010, 00:51
2011 წელს საქართველოსა და თურქეთის ელექტროსისტემების დამაკავშირებელი შავი ზღვის მაღალი ძაბვის (500/400კვ) ელექტროგადამცემი ხაზის მშნებლობისთვის 130 მლნ. ლარის დახარჯვა იგეგმება. ფინანსთა მისტრის განმარტებით, მომავალ წელს მთავრობა ამ მიმართულებით 130 მლნ ლარი დაიხარჯებას ვარაუდობს.

"ეს პროექტი ჯამში 3-წლიანი გახლავთ და მისი განხორციელების შემდეგ საქართველოს ეხსნება გზა, დიდი მოცულობით ელექტროენერგიის ექსპორტი აწარმოოს თურქეთში. თურქეთიდან უკვე მისი ექსპორტი ტექნიკურად შესაძლებელია როგორც ერაყში, ისე ბალკანეთის ქვეყნებში, სადაც ელექტროენერგიის დეფიციტი არსებობს", - აცხადებს კახა ბაინდურაშვილი.

მინისტრის განცხადებით, ენერგეტიკა ეკონომიკის განვითარარების მთავარი ძრავა, ამიტომ ეს პროექტი მეტად მნიშვნელოვანია.

საქართველოსა და თურქეთის ელექტროსისტემების დამაკავშირებელი შავი ზღვის მაღალი ძაბვის (500/400კვ) ელექტროგადამცემი ხაზის მშნებლობის პროექტი თურქეთის საზღვართან ახლოს, ახალციხეში ქვესადგურის მშენებლობასაც მოიცავს. ხაზის მშენებლობა გასული წლის სექტემბერში დაიწყო და 2012 წლის მაისში დასრულდება. ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას სულ 280 მლნ ევრო ესაჭიროება. პროექტი EIB -ის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW), ევროპის სამეზობლო საინვესტიციო ფონდის და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება. EIB პროექტს 80 მლნ ევროთი, ამდენივე თანხით EBRD, 100 მლნ ევროთი KFW, 8 მლნ ევროთი ევროპის სამეზობლო საინვესტიციო ფონდი, ხოლო 46 მლნ ლარით საქართველოს მთავრობა დააფინანსებენ.
ghn.ge
 
 

ასევე:

  • სტუ-ში ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების გეგმის პრეზენტაცია გაიმართა
  • საქართველო და სომხეთი ელექტროგადაცემის სფეროში ითანამშრომლებენ
  • რამაზ ნიკოლეიშვილი: სტუ-სთან თანამშრომლობით, დიდი პროექტები ხორციელდება
  • სტუ-ში რეგიონალური ტრენინგი გაიმართება
  • ყაზბეგში ბიოსფერული რეზერვატის შექმნის თაობაზე სემინარი გაიმართა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge