სტუ-ში კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის კაბინეტი გაიხსნა » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის კაბინეტი გაიხსნა სტუ
23-01-2011, 02:27
სტუ-ის საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტში კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის კაბინეტი გაიხსნა. დეპარტამენტის უფროსის, პროფესორ ანზორ შავგულიძის განცხადებით, ახალი კაბინეტი მრავალფუნქციურია და მას არა მარტო სასწავლო, არამედ დიდი სამეცნიერო დანიშნულებაც აქვს.

„კაბინეტის სასწავლო პროცესთან დაკავშირებით მინდა გითხრათ: ყველა დიდი მეცნიერი - გოგებაშვილი იქნება, უშინსკი, ჯიბლაძე, თუ პედაგოგიკის მამა კომენსკი - ამტკიცებს, რომ მხედველობითი მეხსიერება გაცილებით ძლიერია, ვიდრე რომელიმე სხვა. ამასვე ამტკიცებდა ანტიკური ფილოსოფიის ისეთი დიდი წარმომადგენელი, როგორიც არისტოტელე იყო. იგი იშველიებდა შედარებას და ამბობდა - ტრაგედიების ნახვის დროს ეფექტი გაცილებით ძლიერია, ვიდრე შეიძლება ის იყოს, როცა ტრაგიკოსების შემოქმედებას ვკითხულობთო. იმდროინდელმა ფილოსოფიამ და ფსიქოლოგიამ ეს შესანიშნავად დაასაბუთა. ადამიანის მხედველობითი მეხსიერება უფრო ძლიერადაა განვითარებული, ვიდრე სმენითი, მაგრამ როდესაც ისინი ერთდება, როდესაც ყველა გრძნობა ან გრძნობათა უმრავლესობა ღებულობს მონაწილეობას გარე სამყაროს შეგრძნება-შემეცნებაში, მაშინ შთაბეჭდილების ძალა შეუდარებლად ძლიერი, ასევე შეუდარებლად ხანგრძლივია. თუ გავითვალისწინებთ კომპიუტერის უკიდეგანო შესაძლებლობებს და ამასთან გავიხსენებთ საინჟინრო გრაფიკის მიზნობრივ დანიშნულებას ადამიანში გარფიკული წიგნიერების დაუფლების, აგრეთვე სივრცითი წარმოდგენისა და წარმოსახვის განვითარების საქმეში, იოლად მივალთ იმ დასკვნამდე, რომ უკვე დროა (თუ დაგვიანებული არა...) გრაფიკული გამოსახულების აგებაში, უარი ეთქვას ხაზვის ძველ ინსტრუმენტებს, სახაზავსა და ფარგალს და ამ ხელოვნებაში კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის ახალ ინსტრუმენტებს დაეთმოს ადგილი“, _ განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას.

ანზორ შავგულიძის განცხადებით, ახლად გახსნილი კაბინეტის სასწავლო მისია საინჟინრო გრაფიკის სწორედ ამ ახალი მეთოდიკით სწავლებას გულისხმობს. საქმე ისაა, რომ საინჟინრო გრაფიკის, როგორც სასწავლო დისციპლინის, საბოლოო მიზანი (ნახაზის შესრულება და კითხვა) კომპიუტერის საშუალებით გაცილებით მოკლე დროში მიიღწევა და ამასთან, გრაფიკული წიგნიერების გარანტირებული ხარისხით.

„რაც შეეხება კაბინეტის სამეცნიერო მიმართულებით გამოყენებას, აქ საკითხი არანაკლებ საინტერესოდ დგას: თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში ავტომატიზაციის შემოჭრამ, მეცნიერების ახალი დარგის გამოჩენა განაპირობა. ეს გახლავთ საინჟინრო ფსიქოლოგია, რომელიც სწავლობს ადამიანის ტექნიკურ მოწყობილობებთან ურთიერთქმედების ფსიქოლოგიურ ასპექტებს. იგი იკვლევს ფუნქციების რაციონალურ განაწილებას ადამიანსა და მანქანას შორის, განსაზღვრავს ოპერატორის საქმიანობის ოპტიმალურ პირობებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს ინდიკატორების, მართვის პულტების, ხელსაწყოს პანელების, მნემოსქემების, მართვის ორგანოებისა და ოპერატორის სამუშაო ადგილის ერგონომიული გაფორმების თაობაზე, იყენებს ცოდნას ადამიანის ფსიქიკური საქმიანობის კანონზომიერებების შესახებ ტექნიკური სისტემების დაპროექტებისა და ექსპლუატაციის მიმართ და სხვა. გარდა ამისა, ჩვენ გვაინტერესებს ფსიქოლოგიის კიდევ ერთი განშტოება, რომელიც მეცნიერებაში კომპიუტერიზაციის ფსიქოლოგიის სახელით არის ცნობილი და რომლის ამოცანებია: ადამიანის ფსიქიკური საქმიანობის თავისებურებები კომპიუტერის ტექნიკასთან მისი საქმიანობის დროს, ინტელექტუალური საქმიანობის ორგანიზაციის თავისებურებები, ადამიანის საუბარი კომპიუტერთან, ვირტუალური რეალობის ფსიქიკური ასახვის კანონები, კომპიუტერული სისტემების სრულყოფის ფსიქოლოგიური ასპექტები“, - განაცხადა ანზორ შავულიძემ და დასძინა:

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მათ, ვინც მხარი დაგვიჭირა და ხელი შეგვიწყო ამ იდეის განხორციელებაში: რექტორს, პროფესორ ა. ფრანგიშვილს; კანცლერს, პროფესორ ქ. ქოქრაშვილს; რექტორის მოადგილეებს, პროფესორებს - ლ.კლიმიაშვილს და ზ.გასიტაშვილს; დეკანს, პროფესორ ო. გელაშვილს და საინჟინრო გრაფიკის მიმართულების თანამშრომლებს - ნ. აბულაძეს, ი. ბაციკაძეს, გ. წულეისკირს, ს. ბარბაქაძეს, ზ. ნაცვლიშვილს, ზ. კვინიკაძეს, ნ. ნოზაძეს, გ. ჩიტაიშვილს, თ. კოკაიას.
 
 

ასევე:

  • საინჟინრო გრაფიკის კურსების პირველი წარმატებული მსმენელები გამოვლინდნენ
  • საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტში ახალი სასწავლო კაბინეტი შეიქმნა
  • საინჟინრო გრაფიკის კაბინეტში სასწავლო პროცესს დეკანი დაესწრო
  • ჰუმანიტარული სპეციალობის სტუდენტები საინჟინრო გრაფიკის კურსს გაივლიან
  • სტუ-ის ოთხი პროფესორი განათლების მეცნიერებათა აკადემიის წევრებად აირჩიეს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge