მოსწავლეები საინჟინრო სპეციალობებით ინტერესდებიან » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

მოსწავლეები საინჟინრო სპეციალობებით ინტერესდებიან სიახლე
16-03-2011, 14:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილი და ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე რუსთავში მდებარე საწარმო "ჯეოსთილს" იმ მოსწავლეებთან ერთად ეწვივნენ, რომლებმაც მომავალ პროფესიად საინჟინრო სპეციალობები აირჩიეს. დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები დეტალურად გაეცნენ ერთ-ერთი უდიდესი უცხოური ინვესტიციით ამუშავებული საწარმოს მუშაობას.

"ჯეოსთილი" "JSW India"-სა და "G Georgian Steel Group Holding"-ის ერთობლივი ინდურ-ქართული საწარმოა და იგი მაღალი ხარისხის თერმო-მექანიკურად დამუშავებულ ფოლადს აწარმოებს.

"სკოლებში ჩატარდა გამოკითხვა, თუ რა პროფესია აინტერესებთ მოზარდებს ყველაზე მეტად. ამ ბავშვებმა საინჟინრო სპეციალობები აირჩიეს, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს პროფესია პერსპექტიულია. სწორედ მათ მოვუწყეთ ექსკურსია, რათა თავისი თვალით ენახათ საწარმოო პროცესი და დარწმუნებულიყვნენ, რომ აქ რეალური დასაქმებისა და განვითარების საშუალებაა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა.

"მოზარდებმა აირჩიეს დღეს ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები შრომით ბაზარზე. მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდა თაობა უკვე აქტიურად ითვისებს საინჟინრო სპეციალობებს. მომავალში მათ ექნებათ იმის გარანტია, რომ სამსახურს ადვილად იპოვიან", - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ.

საწარმოს დათვალიერების შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა მოსწავლეებს დეტალურად გააცნო ის სექტორები და რეგიონები, სადაც ტექნიკური დარგის სპეციალისტებისთვის უახლოეს მომავალში დასაქმების მეტი შესაძლებლობა იქნება. ესენია ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი (მარაბდა-კარწახის მონაკვეთი) და სხვა.
ghn
 
 

ასევე:

  • არაქართველი მოსწავლეებისთვის ორენოვანი სახელმძღვანელოები გამოიცა
  • რუსთავში არმატურის საწარმო გაიხსნება
  • ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში სტუ-ის სტუდენტებისთვის კურსი გაიხსნა
  • საქართველო-თურქეთის ელექტროგადამცემი ხაზის მშნებლობაზე 130 მლნ. ლარი დაიხარჯება
  • სტუ-ის სტუდენტები პრაქტიკას ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში გაივლიან






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge