პირველად საქართველოში, ქართულის, როგორც უცხო ენის, სტანდარტი შემუშავდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

პირველად საქართველოში, ქართულის, როგორც უცხო ენის, სტანდარტი შემუშავდა სიახლე
17-03-2011, 13:16
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, პირველად საქართველოში, ქართულის, როგორც უცხო ენის, სტანდარტი შემუშავდა. პროექტის შექმნის შესახებ ინიციტივით სამინისტროს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრმა, დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ მიმართა. დეპუტატმა სამინისტროს ექსპერტებთან ერთად, უშუალოდ მიიღო მონაწილეობა სტანდარტის შექმნაში.

ქართულის, როგორც უცხო ენის, სტანდარტის ელექტრონული ვერსია განსახილველად კომისიას წარედგინა. პირველი სამუშაო შეხვედრა სამინისტროში გაიმართა და კომისიის წევრებთან ერთად, მუშაობაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მიიღო.

სტანდარტში აღწერილია ქართული ენის ფლობის დონეები (A1-A2; B1-B2). მობილური პროგრამა საშუალებას იძლევა, მომხმარებელმა მარტივად დაუკავშიროს ერთამანეთს ქართული ენის სხვადასხვა საკითხი და შეძლოს ზეპირ თუ წერილობით ტექსტებში ორიენტირება. სპეციალურად ამ პროგრამისთვის პირველად შეიქმნა ქართული ენის ფუნქციური გრამატიკა. საბოლოოდ, პროგრამა უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის უნიფიცირებასა და ხელს შეუწყობს ყოველდღიური და საქმიანი ურთიერთობებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების (ლაპარაკი, წერა, კითხვა, სმენითი აღქმა) განვითარებას.

ქართული ენის ფლობის სტანდარტი განკუთვნილია მასწავლებლების, შემფასებლების, მეთოდისტების, სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების შემდგენლებისთვის, სასწავლო ლიტერატურის გამომცემლებისა თუ რედაქტორებისთვის, ასევე თვით შემსწავლელებისა და იმ პირთთვის, ვისაც საქმე აქვს ქართულის, როგორც მეორე ან უცხო ენის სწავლა/სწავლებასთან როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

მომავალში ლექსიკურ ერთეულებს ინგლისურ ენაზე თარგმანი დაერთვება, ქართული წარმოთქმის მოსმენის მიზნით, ყველა სალექსიკონო ერთეული და მაგალითი გახმოვანდება, შესწავლილი მასალის შემოწმების მიზნით, შედგება სპეციალური ტესტები, რომლებიც ასევე ჩაიტვირთება ელექტრონულ პროგრამაში.
mes.gov.ge
 
 

ასევე:

  • განათლების მინისტრი უცხოელ პედაგოგებს შეხვდა
  • უმაღლეს სასწავლებლებში ინგლისური ენის სწავლება სავალდებულო ხდება
  • ქართული ენის მოსამზადებელი ჯგუფების სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
  • არაქართველი მოსწავლეებისთვის ორენოვანი სახელმძღვანელოები გამოიცა
  • საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge