« ნოემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
NEW ART Cafe-ში შოთა იათაშვილის ახალი პოეტური კრებულის პრეზენტაცია გაიმართება |
კულტურა, სპორტი |
|
|
18 იანვარს, 19:00 საათზე, NEW ART Cafe-ში შოთა იათაშვილის ახალი პოეტური კრებულის პრეზენტაცია გაიმართება. კრებული გამოსცა გამომცემლობა ”პეგასმა”. წიგნის გამომცემელია მარინე ცხადაია, რედაქტორი - თამარ ფხაკაძე, დიზაინი და კომპიუტერული უზრუნველყოფა ეკუთვნის ნინო კაპანაძეს. წიგნის ყდაზე გამოყენებულია სოფო ჩხიკვაძის მიერ შესრულებული ავტორის პორტრეტი. კრებულში შესულია 2006-2010 წლებში დაწერილი ლექსები |
|
|
ჯოისის გარდაცვალებიდან 70 წელი შესრულდა |
კულტურა, სპორტი |
|
|
13 იანვარს XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ირლანდიელი მწერლისა და პოეტის, ჯეიმს ჯოისის გარდაცვალებიდან 70 წელი შესრულდა. ჯოისი 1941 წლის 13 იანვარს შვეიცარიაში, ციურიხში, როტენ კროიცის შვესტერჰაუზში გარდაიცვალა. ჯოისის ყველაზე გახმაურებული რომანია "ულისე და ნოველა "ფინეგანის სამძიმარი", მოკლე ნოველების კრებული "დუბლინელები" და ავტობიოგრაფიული ნაწარმოები "ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას". მიუხედავად იმისა, რომ ჯოისმა ცხოვრების უმეტესი ნაწილი ირლანდიის საზღვრებს გარეთ გაატარა, მისი ფსიქოლოგიური და ბელეტრისტული სამყარო ეყრდნობა მშობლიურ დუბლინს - ქალაქს, რომელიც წარმოადგენს მისი შემოქმედებითი სამყაროს მთავარ მოქმედების ადგილს |
|
|
საქართველოს ეკლესიისა და ტაძრების შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ |
კულტურა, სპორტი |
|
|
საქართველოს ეკლესიისა და ქვეყანაში არსებული ტაძრების შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. როგორც პატრიარქმა ბრძანა, საქართველოში უკვე ჩამოსულია კინოდოკუმენტალისტთა ჯგუფი, რომელიც ფილმზე იმუშავებს. პატრიარქმა მრევლს დავით წინასწარმეტყველისა და იოსებ მართლის ხსენების დღე მიულოცა, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია 9 იანვარს აღნიშნავს. |
|
|
პატრიარქის საშობაო ეპისტოლე |
კულტურა, სპორტი |
|
|
ქრისტეს მიერ საყვარელნო ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და უცხოეთში მცხოვრებნო ჩვენო სულიერო შვილებო! აი, უკვე 2011 წელია, გვესმის ანგელოზთა საოცარი საგალობელი: `დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება~, რათა ჩვენც, იუდეის მწყემსთა და აღმოსავლელ მოგვთა მსგავსად, მივეახლოთ და თაყვანი ვსცეთ ბეთლემის ცივ გამოქვაბულში, ბაგასა შინა მწოლ უჩვეულო ყრმას და გავიხაროთ სიხარულითა დიდითა, რადგან ეს დღე არის საწყისი ცოდვის ბორკილთაგან ჩვენი გათავისუფლებისა და სულიერი თვალ-მარგალიტით გამშვენებისა, დღე იმ აღთქმის აღსრულებისა, რომელსაც ათასწლეულების მანძილზე ელოდა კაცთა მოდგმა, წინასწარმეტყველთა და მართალთა მთელი თაობები |
|
|
მართლმადიდებელი სამყარო შობის დღესასწაულს აღნიშნავს |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს, 7 იანვარს, მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ღამით დაიწყო. 11:00 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი დავით კერესელიძე საქველმოქმედო ორგანიზაცია ”მკურნალში” მცხოვრებ ახალგაზრდებს შობის დღესასწაულს მიულოცავს. დავით კერესელიძე იქ მცხოვრებ პირებსა და მათ შვილებს ტკბილეულითა და სათამაშოებით დაასაჩუქრებს. ”მკურნალში” სულ 16 მიუსაფარი პირი ცხოვრობს |
|
|
იპოლიტე ხვიჩიას დაბადებიდან 100 წელი შესრულდა |
კულტურა, სპორტი |
|
|
ცნობილი ქართველი მსახიობის, იპოლიტე ხვიჩიას დაბადებიდან 100 წელი შესრულდა. ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი იპოლიტე ხვიჩია 1910 წლის 31 დეკემბერს სოფელ კონტუათში (ახლანდელი ხონის რაიონი) დაიბადა. 1934 წელს დაამთავრა თბილისის სამრეწველო-ეკონომიური ტექნიკუმი. 1932-1936 წლებში იყო წულუკიძისა და გეგეჭკორის რაიონული თეატრების მსახიობი. ასრულებდა ძირითადად კომედიურ როლებს: ქუჩარა და ხარიტონი (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი", "კოლმეურნის ქორწინება"), ტრუფალდინო და მარკიზი ფორლიპოპოლი (კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური", "სასტუმროს დიასახლისი"), ნაცარქექია (გ. ნახუცრიშვილისა და ბ. გამრეკელის "ნაცარქექია"), კოხტაია (ა. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!") და სხვა |
|
|
ეკლესია წმინდა გაბრიელ ქიქოძის ხსენების დღეს აღნიშნავს |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს, 26 დეკემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გაბრიელ ქიქოძის ხსენების დღეს აღნიშნავს. ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი და პედაგოგი, იმერეთის ეპისკოპოსი 1860 - 1896 წლებში, მეუფე გაბრიელი, 1896 წლის 26 დეკემბერს ქუთაისში გარდაიცვალა. წმინდა გაბრიელი, ერისკაცობაში გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე, 1825 წლის 15 ნოემბერს ოზურგეთის მაზრის სოფელი ბახვში დაიბადა. 1839 წელს დაამთავრა თბილისის სამაზრო სასულიერო სასწავლებელი და სწავლა განაგრძო თბილისის სემინარიაში. 1842 წელს შევიდა ფსკოვის სასულიერო სემინარიაში. 1845 წელს დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო სემინარია, ხოლო 1849 წელს - პეტერბურგის სასულიერო აკადემია. პეტერბურგში მყოფი გაბრიელ ქიქოძე საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ისა და მარიამ დედოფლის ვაჟიშვილმა, მიხეილ ბატონიშვილმა შეიკედლა |
|
|
ბათუმში ახალი ქართული როკ-ოპერის პრემიერა იგეგმება |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს, 22 დეკემბერს, ბათუმში ახალი ქართული როკ-ოპერის - მინდია ხითარიშვილის “თავფარავნელის ბალადის” პრემიერა იგეგმება. პროექტის იდეის ავტორია მუსიკისმცოდნე, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის ხელმძღვანელი თენგიზ შამილაძე, რომელმაც ახალგაზრდა კომპოზიტორს, მინდია ხითარიშვილს შესთავაზა, თამაზ ჭილაძის პიესის, „თავფარავნელი ჭაბუკის" მიხედვით დაეწერა როკ-ოპერა. პროექტზე მუშაობა ერთი წლის წინ დაიწყო. მასში იმთავითვე ჩაერთო კომპოზიტორი მინდია ხითარიშვილი. ლიბრეტოს ავტორია ირმა გურიელი, რეჟისორი - გიორგი თავაძე. აღსანიშნავია, რომ თამაზ ჭილაძის პიესა ქართულ დრამატული თეატრების სცენებზე ჯერ არ განხორციელებულა. ამ სიუჟეტზე განსხვავებული მუსიკალურ-სიუჟეტური ლიბრეტო შექმნა პოეტმა ირმა გურიელმა |
|
|
კულტურის სამინისტროში ნუგზარ შატაიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება |
კულტურა, სპორტი |
|
|
20 დეკემბერს, 14:00 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შედგება პრეზენტაცია წიგნისა "შეხვედრა," რომელიც მწერლის, სცენატრისტისა და დრამატურგის ნუგზარ შატაიძის შემოქმედებას წარმოადგენს. წიგნი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ქართული ბიოგრაფიული ცენტრის მიერაა გამოცემული. კრებულში შესულია მწერლის მიერ სხვადასხვა დროს დაწერილი მინიატიურები, ნოველები და მოთხრობები, რომლებიც წიგნის შემდგენელთა განცხადებით, ყველაზე კარგად ასახავს მისი შემოქმედების სხადასხვა ეტაპს. ამ ნაწარმოებთა ნაწილი კრებულის სახით პირველად დაიბეჭდა |
|
|
დღეს ნიკოლოზობაა |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს ნიკოლოზობაა - წმიდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის (257-351) მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანის ხსენების დღე. ამ დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიაქრი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წირვა-ლოცვას აღავლენს. თბილისში, კრწანისში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი გაიხსნება. ეკლესიას ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტი, მეუფე სერაფიმე აკურთხებს. წმინდა ნიკოლოზის სახელობის ახალი ტაძარის მშენებლობა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 2009 წელს დაიწყო. ტაძარი მრევლის შემოწირულობით აშენდა. წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღე არის ძველი სტილით 6 დეკემბერი და 9 მაისი ახალი სტილით - 19 დეკემბერი და 22 მაისი |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|