« ნოემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
სიღნაღში ჩატარდება ფესტივალი “შემოდგომის სურათები სიყვარულის ქალაქში" |
კულტურა, სპორტი |
|
|
27 ნოემბერს სიღნაღში ჩატარდება ფესტივალი “შემოდგომის სურათები სიყვარულის ქალაქში". როგორც რადიო "ჰერეთი" სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის უფროსის, ეკა გულიაშვილის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, ღონისძიება სამ ნაწილად ტარდება. "ამ დღეს სიღნაღის ცენტრალურ ქუჩებში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება: ბარათაშვილის ქუჩაზე გამოიფინება ხალხური რეწვის ნიმუშები. აივნები მოირთვება ძველი ქართული ხალიჩებით, ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მომღერლები გააცოცხლებენ სიღნაღის ძველ სახეს და ააჟღერებენ ქართულ ხალხურ სიმღერებს. აქვე განთავსდება ღვინის კასრები, ჩაიდგმება თონეები, შეიწვება მწვადი, მოდუღდება თათარა და გაივლება ჩურჩხელები", - განაცხადა ეკა გულიაშვილმა |
|
|
დღეს გიორგობაა |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს, 23 ნოემბერს, მართლმადიდებლური ეკლესია უდიდეს დღესასწაულს - "წმიდისა დიდებულისა დიდმოწამისა და ძლევაშემოსილისა გიორგისა" ხსენების დღეს, გიორგობას - აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ქვეყნის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ტარდება. სადღესასწაულო 09:00 საათზე დაიწყო. გიორგობა ქრისტიანული წმინდანის გიორგი კაპადოკიელის სახელობის დღეობაა. გადმოცემის თანახმად, დღესასწაული საქართველოს განმანათლებელმა, წმინდა ნინომ დაააწესა. ცნობილია, რომ ის წმინდა ძლევაშემოსილი გიორგის ნათესავი იყო, მას ეთაყვანებოდა და ქვეყანას მისი სიყვარული და თაყვანისცემა უანდერძა. წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა და ეკლესიის ისტორიაში შესულია როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. წმიდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მამამისი მოწამეობრივად აღესრულა. დაქვრივებული დედა კაბადოკიიდან რომში წავიდა და იქ განაგრძო შვილის ქრისტიანულად აღზრდა. ჭაბუკი გიორგი რომის ლაშქარში მხედრად განმწესდა. ახოვანმა, მამაცმა და უშიშარმა მეომარმა მალე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ყურადღება მიიპყრო. მან თავის პირად მცველად დანიშნა წმიდა გიორგი და მხედართმთავრის მაღალი წოდებაც უბოძა. კერპთაყვანისმცემელმა იმპერატორმა თავისი განმგებლობის ბოლო წლებში სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობას |
|
|
"ქვაშვეთის ტაძრის საიუბილეოდ" გამოფენა გაიმართება |
კულტურა, სპორტი |
|
|
23 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ქვაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მონაწილეობით, გაიხსნება გამოფენა "ქვაშვეთის ტაძრის საიუბილეოდ". ექსპოზიცია ქაშვეთის ტაძრის განახლების 100 წლისთავს ეძღვნება |
|
|
დღეს მიხეილ ჯავახიშვილის იუბილე აღინიშნება |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს, 20 ნოემბერს, დიდი ქართველი მწერლის, მიხეილ ჯავახიშვილის იუბილეა. მისი დაბადებიდან 130 წელი შესრულდა. მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი (ნამდვილი გვარი ადამაშვილი) 1880 წლის 20 (8) ნოემბერს მარნეულის რაიონში,სოფელ წერაქვში დაიბადა. იგი იყო XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი,თვალსაჩინო საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, 1921-924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. ჯავახიშვილის პირველი მოთხრობა 1903 წელს გამოჩნდა, თუმცა შემდეგი ნაწარმოები მხოლოდ 1920-იან წლებში გამოაქვეყნა. წინააღმდეგობა საბჭოთა იდეოლოგიის ზეწოლასთან მწერალს სიცოცხლის ფასად დაუჯდა: ის სტალინის პერიოდის დიდი წმენდის მსხვერპლი გახდა, ხოლო მისი ნაწარმოებები აკრძალული იყო თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში. სწავლობდა ჯერ წინამძღვრიანთკარის, შემდეგ ყირიმის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო: ავაზაკებმა მოუკლეს დედა და და, ხოლო მამა ამ უბედურებას გადაჰყვა |
|
|
საქართველოში გაბრიელ ეპისკოპოსის იუბილე აღინიშნება |
კულტურა, სპორტი |
|
|
15 ნოემბერს საქართველოში სასულიერო და საზოგადო მოღვაწის, მეცნიერისა და პედაგოგის, იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის დაბადებიდან 185 წლისთავს აღნიშნავენ. გაბრიელ ეპისკოპოსი, ერისკაცობაში გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე, 1825 წლის 15 ნოემბერს ოზურგეთის მაზრის სოფელ ბახვში დაიბადა. 1839 წელს დაამთავრა თბილისის სამაზრო სასულიერო სასწავლებელი და სწავლა განაგრძო თბილისის სემინარიაში. 1842 წელს შევიდა ფსკოვის სასულიერო სემინარიაში. 1845 წელს დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო სემინარია, ხოლო 1849 წელს პეტერბურგის სასულიერო აკადემია. პეტერბურგში მყოფი გაბრიელ ქიქოძე საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ისა და მარიამ დედოფლის ვაჟიშვილმა, მიხეილ ბატონიშვილმა შეიკედლა |
|
|
ეთნოგრაფიულ მუზეუმში „აფხაზეთობა 2010" გაიმართება |
კულტურა, სპორტი |
|
|
14 ნოემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით სახალხო ზეიმი „აფხაზეთობა 2010" გაიმართება. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ეთნოგრაფიულ მუზეუმში მთელი დღის განმავლობაში კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები ჩატარდება. მასში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, აფხაზეთის ახალგარზდული კაპელა, ცნობილი ქართველი მომღერლები, აფხაზეთის შემოქმედებითი ჯგუფები და ბავშვთა ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას. |
|
|
ეკლესია ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს, 13 ნოემბერს, მართლმადიდებლური ეკლესია ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს (ხსენება წმიდათა ათთა ბევრთა მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულთა). ამ დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი მეტეხის ხიდზე პარაკლისს გადაიხდის. როგორც საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდულ მოძრაობა "დავითიანში" აცხადებენ, ამასთან დაკავშირებით, უწმინდესის კურთხევით, "დავითიანი" ქალაქის სხვადასხვა ადგილიდან მეტეხის ხიდისკენ მსვლელობას გამართავს. მსვლელობა 09:30 საათზე დიდუბის პანთონიდან და ვაკის პარკიდან ერთდროულად დაიწყება. 11:00 საათზე კი მსვლელობა მოეწყობა სპორტის სასახლიდან და მეტროსადგურ "ისნის" ტერიტორიიდან; 11:30 საათზე _ ვარდების რევოლუციის მოედნიდან; 12:00 საათზე კი - მეტროსადგურ "ავლაბრის" ტერიტორიიდან". |
|
|
თბილისსა და მირზაანში ფიროსმანობა აღინიშნება |
კულტურა, სპორტი |
|
|
12 ნოემბერს, 16:00 საათზე, ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს საგამოფენო დარბაზში გაიხსნება თბილისის სამხატვრო სასწავლებლის ფერმწერი და გრაფიკოსი მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა, სახელწოდებით "ფიროსმანის გარემო". 14 ნოემბერს, დილის 12:00 საათიდან, მირზაანში, ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმში ტრადიციული სახალხო ზეიმი "ფიროსმანობა" დაიწყება. დედოფლისწყაროს გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსის თამაზ კირვალიძის ინფორმაციით, ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ ცეკვისა და სიმღერის ფოლკლორული ანსამბლები, ჩატარდება სპორტული შეჯიბრებები. მოეწყობა ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა-გაყიდვა, კახური სტუმარმასპინძლობა |
|
|
მწერალი თამაზ ჩხენკელი გარდაიცვალა |
კულტურა, სპორტი |
|
|
83 წლის ასაკში ცნობილი ლიტერატორი, მწერალი თამაზ ჩხენკელი გარდაიცვალა. თაობაში ინტელექტუალურობით გამორჩეული თამაზ ჩხენკელი ავტორია არაერთი ცნობილი ლიტერატურული წერილის და ქართული მწერლობის კრიტიკაზე შექმნილი მონოგრაფიისა. წლების განმავლობაში ჩხენკელი ქართული ანბანის კვლევაზე მუშაობდა. ნათარგმნი აქვს ინდური და ჩინური პოეზიის ნიმუშები. ერთ-ერთ საუკეთესო თარგმანად რაბინდრანათ თაგორის "გიტანჯალი" მიიჩნევა |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|