« ნოემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
მიუნხენში დათო ბარბაქაძის ლექსების ახალი წიგნი გამოიცა |
კულტურა, სპორტი |
|
|
გერმანიაში, მიუნხენში, გამოიცა ქართველი პოეტის, დათო ბარბაქაძის ლექსების ახალი წიგნი “არსებითი სვლები და თორმეტი სხვა ლექსი“. აღსანიშნავია, რომ ავტორის ყველა ლექსი ორ ენაზე, ქართულად და გერმანულად არის წარმოდგენილი. გარდა ამისა, წიგნში შესულია ავტორთან ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც პოეტი თავისი ესთეტიკის, პოეტური გამოცდილების, ქართული სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტის და ბევრი სხვა საინტერესო თემის შესახებ ესაუბრება გერმანელ მკითხველს. წიგნის გარეკანზე მითითებულია, რომ დათო ბარბაქაძე ევროპული პოეზიის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. ლექსები თარგმნილია ცნობილი გერმანელი ქართველოლოგის შტეფი იუნგერ-ხოტივარის და გერმანელი პოეტის ბენედიქტ ლედებურის მიერ |
|
|
უსინათლო მთამსვლელი მყინვარწვერს დალაშქრავს |
კულტურა, სპორტი |
|
|
16 ოქტომბერს, 13:00 საათზე, თბილისში, უსინათლოთა კავშირის ოფისში უსინათლოთა კავშირის აფხაზეთის ფილიალის თავმჯდომარის მოადგილე დავით ყვირილიანი პრესკონფერენციას გამართავს. ყვირილიანი საქართველოში პირველი უსინათლო ადამიანი იქნება, რომელიც ალპინისტური წარმატების მიღწევას, კერძოდ ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალის (5047 მ) მყინვარწვერის დალაშქვრას შეეცდება. აფხაზეთიდან დევნილი 29 წლის დავით ყვირილიანი პრესკონფერენციაზე ექსპედიციის დეტალებზე ისაუბრებს |
|
|
დღეს მცხეთობაა |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს, 14 ოქტომბერს, მცხეთობაა. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის 1000 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვას აღავლენს. სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით, ძველ სატახტო ქალაქში მთელი რიგი ღონისძიებია დაგეგმილი. მცხეთის ცენტრალურ ქუჩებზე ხალხური რეწვის, კერამიკის, თექის, ფერწერის, გრაფიკის, მელქიორის, ვერცხლის, მინანქარის, საბიბლიოთეკო წიგნებისა და ნახატების გამოფენა გაიმართება |
|
|
6 ოქტომბერი ზაქარია ფალიაშვილის გარდაცვალების დღეა |
კულტურა, სპორტი |
|
|
6 ოქტომბერი ქართველი კომპოზიტორის, ზაქარია ფალიაშვილის გარდაცვალების დღეა. ზაქარია ფალიაშვილი 1933 წლის 6 ოქტომბერს თბილისში გარდაიცვალა. ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1925). ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი, კლასიკოსი ზაქარია პეტრეს ძე ფალიაშვილი 1871 წლის 4 (16) აგვისტოს ქუთაისში დაიბადა. მამამისი ეკლესიის გუნდის მომღერალი იყო. მუსიკოსები იყვნენ აგრეთვე ფალიაშვილის 4 ძმა და და. თავდაპირველი მუსიკალური განათლება ივანემ და ზაქარიამ მიიღეს პიანისტ-ორღანისტთან ფელიქს მიზანდართან (ალოიზ მიზანდარის ძმასთან). ზაქარია ფალიაშვილი სწავლობდა ფორტეპიანოსა და ორგანზე დაკვრას წმინდა მარიამის მიძინების კათოლიკურ ეკლესიაში, მღეროდა იმავე ეკლესიის გუნდში, 1887 წლიდან კი თბილისში - ლ. აღნიაშვილის გუნდში. 1891 წლიდან თბილისის სამუსიკო სასწავლებელში სწავლობდა ვალტორნაზე დაკვრას, 1895-1899 წლებში თეორიულ დისციპლინებში მეცადინეობდა ნ. კლენოვსკის ხელმძღვანელობით. 1896 წლიდან დაიწყო ქართული ხალხური სიმღერების ჩაწერა და დამუშავება, შექმნა თავისი პირველი ნაწარმოებები. უმაღლესი მუსიკალური განათლება მიიღო 1900-1903 წლებში მოსკოვის კონსერვატორიაში ს. ტანეევის ხელმძღვანელობით. მოსკოვში ჩამოაყალიბა ქართველ სტუდენტთა გუნდი და მართავდა ქართულ ხალხური მუსიკის საღამოებს |
|
|
ვერიკო ანჯაფარიძის დაბადებიდან 110 წელი შესრულდა |
კულტურა, სპორტი |
|
|
6 ოქტომბერს მსახიობ ვერიკო ანჯაფარიძის დაბადებიდან 110 წელი შესრულდა. ვერიკო (ვერა) ივლიანეს ასული ანჯაფარიძე 1900 წლის 6 ოქტომბერს (ძვ. სტ. 23 სექტემბერს) ქუთაისში დაიბადა. ვერიკო ანჯაფარიძე იყო საქართველოს და სსრკ სახალხო არტისტი. სსრკ სახელმწიფო, შოთა რუსთაველის სახელობის და კ. მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი. თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მისი საუკეთესო იდეურ-მხატვრული ტრადიციების ერთ-ერთი შემქმნელი და დამამკვიდრებელი. კ. მარჯანიშვილის თეატრის მრწამსის მიმდევარი და დამცველი |
|
|
"არტისტერიუმი 2010" იხსნება |
კულტურა, სპორტი |
|
|
2 ოქტომბერს, 17:00 საათზე, თბილისის თანამედროვე ხელოვნების მე-3 საერთაშორისო გამოფენა და სიმპოზიუმი "არტისტერიუმი 2010" გაიხსნება, რომელიც თბილისის ისტორიის მუზეუმის 100 წლისთავს ეძღვნება. არტისტერიუმში წელს მონაწილეობს დიდი ბრიტანეთი, აშშ, გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია, შვეიცარია, პოლონეთი, ნორვეგია, არგენტინა, თურქეთი, სამხერთ კორეა, ჩინეთი, ირანი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ირლანდია, ავსტრია, იტალია, ისრაელი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ლუქსემბურგი, პორტუგალია, საბერძნეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, შვედეთი, ახალი ზელანდია, კვიპროსი |
|
|
წინანდალში გაიმართება ღონისძიება "იქ, სადაც ტრადიცია ხვდება ინოვაციას" |
კულტურა, სპორტი |
|
|
2 ოქტომბერს წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, გაიმართება საზეიმო ღონისძიება, სახელწოდებით "იქ, სადაც ტრადიცია ხვდება ინოვაციას". მიღების მიზანია, მოწვეული სტუმრები ქართული ტრადიციების და ინოვაციის ჰარმონიული თანაარსებობის გარემოში აღმოჩნდნენ. სტუმრებს საშუალება ექნებათ დაესწრონ ცნობილი ქართველი გრაფიკოსის, თეატრის მხატვრის და ფერმწერის სერგო ქობულაძის ნამუშევრების გამოფენის გახსნას; "თანამედროვე ხელოვნების კლუბის" წარმომადგენლების: დათო ალექსიძის, სოფიო ჩერქეზიშვილის და კონსტანტინე მინდაძის მიერ შესრულებული ინსტალაციების ექსპოზიციის გახსნას |
|
|
ნიკო ლორთქიფანიძის დაბადებიდან 130 წელი შესრულდა |
კულტურა, სპორტი |
|
|
29 სექტემბერს დიდი ქართველი მწერლის, ნიკო ლორთქიფანიძის დაბადებიდან 130 წელი შესრულდა. ნიკო (ნიკოლოზ) მერაბის ძე ლორთქიფანიძე 1880 წლის 29 სექტემბერს (ძვ. სტ. 17 სექტემბერს) წყალტუბოს რაიონის ჩუნეშში დაიბადა. მწერალი იმერელ თავადთა შთამომავალი იყო. მისი წინაპრები იმერეთის მეფის კარზე მიღებული პირები ყოფილან. მათ "ფიცის კაცებს“ უწოდებდნენ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ქვეყნისთვის ყველაზე რთულ პერიოდში მათ ანდობდნენ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეების გადაწყვეტას. "ფიცის კაცები“ სასახლის გვარდიის როლს ასრულებდნენ. ამ "ფიცის კაცთა“ წინამძღოლი ყოფილა მწერლის პაპა – გიორგი ლორთქიფანიძე – ბავშვობიდანვე დაახლოებული იმერეთის მეფე სოლომონ მეორესთან |
|
|
დღეს ალავერდობაა |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს, 28 სექტემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირსი აბბა იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში კი ჩვილთა მე-13 ნათლობა გაიმართება. წმინდა იოსებ ალავერდელი ცამეტ ასურელ მამებთან ერთად საქართველოში მე-6 საუკუნეში შემოვიდა. იგი იოანე ზედაზნელის მოწაფე იყო. წმ. იოსები ღვთის ნებით კახეთს, იმ ადგილას დაემკვიდრა, სადაც დღეს ალავარდის ტაძარია. გადმოცემით, აბბა იოსები განუშორებლად თან ატარებდა ჯვარს, რომელიც გამოთლილი იყო იმ ხის ჯვარისგან, რომელზედაც უფლი აწამეს |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|