დღეს მცხეთობაა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

დღეს მცხეთობაა კულტურა, სპორტი
14-10-2010, 00:38
დღეს, 14 ოქტომბერს, მცხეთობაა. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის 1000 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვას აღავლენს.

სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით, ძველ სატახტო ქალაქში მთელი რიგი ღონისძიებია დაგეგმილი. მცხეთის ცენტრალურ ქუჩებზე ხალხური რეწვის, კერამიკის, თექის, ფერწერის, გრაფიკის, მელქიორის, ვერცხლის, მინანქარის, საბიბლიოთეკო წიგნებისა და ნახატების გამოფენა გაიმართება.

12-იდან 15 საათამდე სასულიერო ორკესტრი და ადგილობრივი ანსამბლები თავიანთ შემოქმედებას წარმოადგენენ. დაგეგმილია მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლების, კლუბების, საჯარო სკოლების მიერ მოწყობილი საშემოდგომო გამოფენები, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის (დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი) შემოქმედებითი კოლექტივების, საცირკო, ნიღბების თეატრის და პანტომიმის წარმოდგენები.

მცხეთაში ჩასული სტუმრები ნახავენ ზღაპრის გმირების პერსონაჟებს და სპორტულ სანახაობებს, გაიმართება ქართული ჭიდაობა, კარატე, კრივი, ფრემბურთი, მინიფეხბურთი, მკლავჭიდი, ჭადრაკი, ნარდი, ქართული ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების _ ხრიდოლის ჯგუფის სანახაობრივი წარმოდგენები.

დიდი მცხეთის სახელმწიფო არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში წიგნის - "მცხეთის ისტორიული არქიტექტურული გზამკვლევის" პრეზენტაცია გაიმართება, მოეწყობა ახალი დოკუმენტური ფილმის "მოზარდების თვალით დანახული სვეტიცხოველი" ჩვენება. სტუმრებს შესთავაზებენ ქართული და ევროპული სამზარეულოების მომსახურებას.
16:00 საათზე დაგეგმილია გალაკონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თეიმურაზ წიკლაური, მამუკა ონაშვილი, მერაბ სეფაშვილი, დუეტი "ჯორჯია", სოფო ხალვაში, ნატო გელაშვილი, ნინო ჩხეიძე, გიორგი ხუციშვილი, ანსამბლი "ბარძიმი", ხვიჩა მაღლაკელიძე, დათო გომართელი, გუჯა მარდალეიშვილი და ნინი შერმადინი.
სვეტიცხოვლის 1000 წლისთავის საზეიმო დღესასწაული 19:00 საათზე გრანდიოზული კონცერტით დასრულდება, რომელიც სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

მცხეთობა, სვეტიცხოვლობა, კვართის დღესასწაული არის ქრისტიანული დღესასწაული საქართველოში, რომელიც იმართება ქ. მცხეთის საკათედრო ტაძარში, სვეტიცხოველში, 14 ოქტომბერს (ახალი სტილით). დაწესებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სადიდებლად "კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა". ამ დღეს აღინიშნება მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებაც.

ლეგენდის მიხედვით, იესო ქრისტეს კვართი წილად ხვდათ მცხეთელ ებრაელებს, ელიოზსა და ლონგინოზს, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდნენ. ელიოზმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას, მართლმორწმუნე სიდონიას გადასცა, რომელმაც კვართი მკერდზე მიიხუტა და სული განუტევა. ელიოზმა და კვართითურთ დაკრძალა. საფლავზე ამოვიდა მშვენიერი ხე, რომელიც ოთხი საუკუნის შემდეგ მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად მოჭრეს ხუროებმა, მისგან დაამზადეს შვიდი სვეტი, მათ შორის ერთი, სახილველად საკვირველი და სასწაულმოქმედი, ვერ აღმართეს. იგი მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღიმართა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. აქ აშენდა სვეტიცხოვლის ტაძარიც.

ისტორიულად ამ დღეს იმართებოდა დიდი წირვა და მრავალი მლოცველი მოდიოდა საკლავითა და უსისხლო შესაწირავით. წირვის შემდეგ მლოცველები ტაძრის გალავანში შლიდნენ სუფრას და იმართებოდა პურობა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის (1991 წ.) შემდეგ მცხეთობის დღესასწაული აღდგა და ოფიციალურ უქმედ გამოცხადდა. ტრადიციულად ამ დღეს წირვას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი აღავლენს სვეტიცხოველში, ხოლო შემდეგ იმართება სახალხო სეირნობა მცხეთის ქუჩებში, საესტრადო და ხალხური შემოქმედების კონცერტები, გამოფენები, სპორტული შეჯიბრებები.
ghn.ge
 
 

ასევე:

  • დღეს სვეტიცხოვლობაა
  • დღეს სვეტიცხოვლობაა
  • დღეს სულთმოფენობის დღესასწაული აღინიშნება
  • სვეტიცხოვლის ტაძარში მირონს აკურთხებენ
  • დღეს სულთმოფენობაა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge