დღეს სვეტიცხოვლობაა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

დღეს სვეტიცხოვლობაა კულტურა, სპორტი
14-10-2011, 23:55
დღეს, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობაა. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის 1000 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა. პატრიარქმა სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან სვეტიცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

"მთელს საქართველოს ვულოცავ ამ დიდებულ დღესასწაულს - სვეტიცხოვლობას, ჩვენს საეკლესიო და ეროვნულ დღესასწაულს. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალმა მოგვცა ეს დიდი მადლი, ამდენი წყალობა, რომელსაც ვერ იტევს ქართველი ადამიანის სული და გული და ეს მადლი ეფინება არა მარტო საქართველოს, არამედ მთელს მსოფლიოს", _ ბრძანა უწმინდესმა სვეტიცხოვლის ტაძარში ქადაგებისას.


სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით, საქართველოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიების დელეგაციები ეწვია.

ძველ სატახტო ქალაქში სხვდასხვა ღონისძიება გაიმართა. მცხეთის ცენტრალურ ქუჩებზე ხალხური რეწვის, კერამიკის, თექის, ფერწერის, გრაფიკის, მელქიოლის, ვერცხლის, მინანქარის, საბიბლიოთეკო წიგნებისა და ნახატების გამოფენა მოეწყო.

12:00-იდან 15:00 საათამდე სასულიერო ორკესტრი და ადგილობრივი ანსამბლები თავიანთ შემოქმედებას წარმოადგენდნენ. მოეწყო მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლების, კლუბების, საჯარო სკოლების მიერ მოწყობილი საშემოდგომო გამოფენები, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის (დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი) შემოქმედებითი კოლექტივების, საცირკო, ნიღბების თეატრის და პანტომიმის წარმოდგენები.

მცხეთაში ჩასულმა სტუმრებმა ნახეს ზღაპრის გმირების პერსონაჟები და სპორტულ სანახაობები, გაიმართა ქართული ჭიდაობა, კარატე, კრივი, ფრემბურთი, მინიფეხბურთი, მკლავჭიდი, ჭადრაკი, ნარდი, ქართული ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების _ ხრიდოლის ჯგუფის სანახაობრივი წარმოდგენები.

დიდი მცხეთის სახელმწიფო არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში წიგნის - "მცხეთის ისტორიული არქიტექტურული გზამკვლევის" - პრეზენტაცია გაიმართა, მოეწყო ახალი დოკუმენტური ფილმის - "მოზარდების თვალით დანახული სვეტიცხოველი" - ჩვენება. სტუმრებს შესთავაზეს ქართული და ევროპული სამზარეულოების მომსახურება.

16:00 საათზე დაიწყო გალაკონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თეიმურაზ წიკლაურმა, მამუკა ონაშვილმა, მერაბ სეფაშვილმა, დუეტმა "ჯორჯიამ", სოფო ხალვაშმა, ნატო გელაშვილმა, ნინო ჩხეიძემ, გიორგი ხუციშვილმა, ანსამბლმა "ბარძიმმა", ხვიჩა მაღლაკელიძემ, დათო გომართელმა, გუჯა მარდალეიშვილიმა და ნინი შერმადინმა.

სვეტიცხოვლის 1000 წლისთავის საზეიმო დღესასწაული 19:00 საათზე გრანდიოზული კონცერტით დასრულდა, რომელიც სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.

მცხეთობა, სვეტიცხოვლობა, კვართის დღესასწაული არის ქრისტიანული დღესასწაული საქართველოში, რომელიც იმართება ქ. მცხეთის საკათედრო ტაძარში, სვეტიცხოველში, 14 ოქტომბერს (ახალი სტილით). დაწესებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სადიდებლად "კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა". ამ დღეს აღინიშნება მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებაც.

ლეგენდის მიხედვით, იესო ქრისტეს კვართი წილად ხვდათ მცხეთელ ებრაელებს, ელიოზსა და ლონგინოზს, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდნენ. ელიოზმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას, მართლმორწმუნე სიდონიას გადასცა, რომელმაც კვართი მკერდზე მიიხუტა და სული განუტევა. ელიოზმა და კვართითურთ დაკრძალა. საფლავზე ამოვიდა მშვენიერი ხე, რომელიც ოთხი საუკუნის შემდეგ მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად მოჭრეს ხუროებმა, მისგან დაამზადეს შვიდი სვეტი, მათ შორის ერთი, სახილველად საკვირველი და სასწაულმოქმედი, ვერ აღმართეს. იგი მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღიმართა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. აქ აშენდა სვეტიცხოვლის ტაძარიც.

ისტორიულად ამ დღეს იმართებოდა დიდი წირვა და მრავალი მლოცველი მოდიოდა საკლავითა და უსისხლო შესაწირავით. წირვის შემდეგ მლოცველები ტაძრის გალავანში შლიდნენ სუფრას და იმართებოდა პურობა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის (1991 წ.) შემდეგ მცხეთობის დღესასწაული აღდგა და ოფიციალურ უქმედ გამოცხადდა. ტრადიციულად ამ დღეს წირვას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი აღავლენს სვეტიცხოველში, ხოლო შემდეგ იმართება სახალხო სეირნობა მცხეთის ქუჩებში, საესტრადო და ხალხური შემოქმედების კონცერტები, გამოფენები, სპორტული შეჯიბრებები.
 
 

ასევე:

  • დღეს მცხეთობაა
  • დღეს სვეტიცხოვლობაა
  • დღეს ჯვართაღმართების დღესასწაული აღინიშნება
  • ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს
  • დღეს სულთმოფენობის დღესასწაული აღინიშნება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge