« ნოემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
დღეს ჯვართამაღლებაა |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს, 27 სექტემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია გაიმართება. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II წმიდა სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულებისთანავე, შეასრულებს პანაშვიდს აფხაზეთის ომში გარდაცვლილი ქართველი და აფხაზი მეომრების სულის საოხად |
|
|
”სტიგმატი” „არტ-ისტერიუმის“ ორგანიზატორებს ღია წერილით მიმართავს |
კულტურა, სპორტი |
|
|
არტ-ჯგუფი ”სტიგმატი”, რომლის შემადგენლობაშიც შედიან „სტიგმატის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მულტიმედია არტისტი, პოეტი გიორგი ბუნდოვანი (კახიძე), მულტიმედია არტისტი მიხეილ გისტი (მეგრელიშვილი), მულტიმედია არტისტი და პოეტი მარიკა ჟორჟოლიანი, არტისტი ალფრედ კარკლინისი, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის, „არტ-ისტერიუმის“ ქართველ ორგანიზატორებსა და კურატორებს, ფართო საზოგადოებას და ქართულ პენ-კლუბს ღია წერილით მიმართავს |
|
|
ეკლესია წმინდა დიდმოწამე დედოფლის, ქეთევანის ხსენების დღეს აღნიშნავს |
კულტურა, სპორტი |
|
|
26 სექტემბერს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა დიდმოწამე დედოფლის, ქეთევანის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წირვა-ლოცვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. ქეთევან დედოფალი, ქეთევან წამებული, იყო კახეთის მეფის, დავით I-ის მეუღლე, აშოთან მუხრანბატონის ასული. 1605 წელს, როცა დავითის ძმამ, კონსტანტინემ, მეფე ალექსანდრე II და გიორგი ბატონიშვილი დახოცა და გამეფდა, ქეთევან დედოფალი სათავეში ჩაუდგა კახთა ანტიირანულ გამოსვლას და დაამარცხა კონსტანტინე. 1606 წელს შაჰ-აბას I-მა კახეთის მეფედ დაამტკიცა ქეთევან დედოფალის ვაჟი თეიმურაზ I, მაგრამ ვინაიდან თეიმურაზი ძალიან ახალგაზრდა იყო, სამეფო საქმეებს ქეთევან დედოფალი განაგებდა, 1614 წელს თეიმურაზმა შაჰის მოთხოვნით მას განჯაში მძევლად გაუგზავნა უმცროსი ვაჟი ალექსანდრე და დედა, ქეთევან დედოფალი |
|
|
მოსკოვის თეატრი "Et Cetera" სეზონს რობერტ სტურუას სპექტაკლით გახსნის |
კულტურა, სპორტი |
|
|
უახლოეს მომავალში, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ქართველი რეჟისორი რობერტ სტურუა მოსკოველი მაყურებლის წინაშე წარდგება საპრემიერო სპექტაკლით - "ქარიშხალი", რომლითაც თეატრი "Et Cetera" ახალ თეატრალურ სეზონს გახსნის. სპექტაკლის რუსეთში ქართველთა კავშირის დახმარებითა და შემწეობით დაიდგა. ასევე, უახლოეს ხანში, სპექტაკლი მონაწილეობას მიიღებს ხელოვნების ფესტივალში "ალუბლის ტყე" |
|
|
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიხსნება გამოფენა "აკაკი ქართულ თეატრში" |
კულტურა, სპორტი |
|
|
25 სექტემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საგამოფენო დარბაზში (სანაპიროს ქ. 4) გაიხსნება გამოფენა სახელწოდებით: "აკაკი ქართულ თეატრში". ექსპოზიციაში წარმოდგენილი იქნება საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში დაცული უნიკალური მასალა. მათ შორის აკაკი წერეთელის ხელნაწერები, ფოტოები მემორიალური ავტოგრაფებით და ა. შ. მასალა ფართო საზგადოებისთვის უცნობია, რადგან ისინი არასოდეს გამოფენილა. აღსანიშნავია აკაკი წერეთლის დიდი ზომის ფოტო, რომელზედაც ავტორისვე ხელით მაკო საფაროვასადმი მიძღვნილი შარჟია მიწერილი. მნიშვნელოვანია 1912 წელს რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტოს ორიგინალი, სადაც აკაკი მოცეკვავეთა შორის დგას |
|
|
ეკლესია წმინდა იოაკიმესა და ანას ხსენების დღეს აღნიშნავს |
კულტურა, სპორტი |
|
|
22 სექტემბერს მართლმადიდებლური ეკლესია ღვთისმშობელ მარიამის მშობლების, წმინდა იოაკიმესა და წმინდა ანას ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა იოაკიმე და ანა იუდეის ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდნენ. წმიდა იოაკიმე დავითის სამეფო გვარის ჩამომავალი იყო, ანა კი ლევიტელთა ტომიდან. წმიდა იოაკიმე, ჩვეულებრივ, თავისი შრომის ნაყოფს სამად ყოფდა: ერთ ნაწილს ღმერთს სწირავდა - უფლის საკურთხეველთან მიჰქონდა, მეორეს გლახაკებს უნაწილებდა და მხოლოდ მესამედს იტოვებდა თავისთვის |
|
|
მართლმადიდებლური სამყარო ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს |
კულტურა, სპორტი |
|
|
21 სექტემბერს მართლმადიდებლური სამყარო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ღვთისმშობლის შობასთან დაკავშირებით 20 სექტემბერს, საღამოს, ლოცვა სიონის საკათედრო ტაძარში აღავლინა. 21 სექტემბერს, დილის 9 საათზე კი, პატრიარქი დიდუბეში მდებარე ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში წირვას აღავლენს |
|
|
ქართველი მოჭადრაკეები ოლიმპიადაზე გაემგზავრნენ |
კულტურა, სპორტი |
|
|
21 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით რუსეთში, ხანტი-მანსიისკში ვაჟთა 39-ე და ქალთა 24-ე მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადა გაიმართება. საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრები გუნდები დღეს, 19 სექტემბერს დილით, მიუნხენის გავლით გაემგზავრნენ რუსეთში. ტურნირი ოფიციალურად 20 სექტემბერს გაიხსნება, მომდევნო დღეს კი მოჭადრაკეები ასპარეზეობას დაიწყებენ. 21 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით 11 ტური გათამაშდება |
|
|
დღეს "გალას" ჟიურის პრეზენტაცია გაიმართება |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს, 15 სექტემბერს, თბილისის საკრებულოს შენობაში ლიტერატურულ კონკურს "გალას" ჟიურის პრეზენტაცია გაიმართება. როგორც თბილისის საკრებულოში აცხადებენ, საკრებულომ ლიტერატურული კონკურსისთვის მზადება უკვე დაიწყო. ჟიური წელს ახალი შემადგენლობით დაიწყებს მუშაობას. "გალას" გამარჯვებულებს 5-კაციანი ჟიური გამოავლენს, რომლის შემადგენლობაში არიან: ნინო ქაჯაია (მთარგმნელი), დიმიტრი ერისთავი (მხატვარი), ზურაბ სამადაშვილი (მწერალი), ლაშა იმედაშვილი (მწერალი) და მამუკა ხერხეულიძე (მწერალი) |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|