« ნოემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
მაიკლ ჯეკსონს დაბადებიდან 52 წელი შეუსრულდებოდა |
კულტურა, სპორტი |
|
|
ცნობილ მუსიკოსს, პოპმუსიკის მეფეს, მაიკლ ჯეკსონს 29 აგვისტოს დაბადებიდან 52 წელი შეუსრულდებოდა. ჯეკსონი 1958 წლის 29 აგვისტოს დაიბადა. მაიკლ ჯოსეფ ჯეკსონი, ცნობილი როგორც MJ ან "პოპის მეფე", იყო ამერიკელი მუსიკოსი, მსახიობი და პოპკერპი. მისი წარმატებული კარიერა და სკანდალური პირადი ცხოვრება 40 წლის განმავლობაში პოპკულტურის ნაწილი იყო. მაიკლ ჯეკსონი საყოველთაოდ აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე დიდ და პოპულარულ მუსიკოსად ისტორიაში |
|
|
გერმანიაში გოეთეს დაბადების დღეს აღნიშნავენ |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს, 28 აგვისტოს, გერმანიაში გოეთეს დაბადების დღეს აღნიშნავენ. გერმანელი მწერალსა და მოაზროვნეს იოჰან ვოლფგანგ გოეთეს დაბადებიდან 261 წელი გავიდა. გოეთე 1749 წლის 28 აგვისტოს მაინის ფრანკფურტში, შეძლებული ბიურგერის ოჯახში დაიბადა (გარდაიცვალა 1832 წლის 22 მარტს ვაიმარში). გოეთე სწავლობდა ლაიფციგისა და სტრასბურგის უნივერსიტეტებში. სტრასბურგში დაუახლოვდა "ქარიშხლისა და შეტევის" მოძრაობას და მალე მისი აღიარებული თავკაცი გახდა |
|
|
ქრისტიანული სამყარო დიდ საეკლესიო დღესასწაულს - მარიამობას აღნიშნავს |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს, 28 აგვისტოს, ქრისტიანული სამყარო დიდ საეკლესიო დღესასწაულს - მარიამობას ანუ ყოვლადწმიდა ღვმთისმშობლის მიძინებას აღნიშნავს. სიონის საკათედრო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა. პატრიარქმა სიონობაზე, ანუ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც უწმინდესმა ბრძანა, დღეს თითქოს სამგლოვიარო დღე უნდა ყოფილიყო, თუმცა ღვთისმშობელმა მხოლოდ მიიძინა და სრულიად საქრისტიანოს დაუბარა, რომ მარად იქნება თითოეულ ქრისტიანთან. "ყველას არ ესმის ის მადლი, რომელიც გადმოდის საქართველოზე; მადლი, რომლითაც იფარავს ღვთისმშობელი საქართველოს. ეს რომ ყველას კარგად ესმოდეს, მაშინ უამრავი ქართველი უცხოეთში არ წავიდოდა. ბედნიერება უცხოეთში არ უნდა ვეძიოთ. აქ არის ჩვენი ბედნიერება", - ბრძანა პატრიარქმა. მისი თქმით, საქართველო არის დავითიანნი, რაც ღვთისგან შეყვარებულს ნიშნავს. "ჩვენი ცოდვების მიუხედავად, ვუყვარვართ უფალს და მრავალ დაცემას ჩვენსას მოსდევს ფეხზე წამოდგომა. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ყველა ქართველი დაუბრუნდება. ჩვენ ცოტა ხნის წინ შევხვდით დემოგრაფიის სპეციალისტებს, რომლებმაც საგანგაშო ინფორმაცია მომაწოდეს - უცხოეთში წასულ ყოველ ქართველთა მეორე თაობა უკვე ივიწყებს ქართულს", - ბრძანა უწმინდესმა |
|
|
საინგილოში დავით ყიფიანის სახელობის ტურნირი გაიმართება |
კულტურა, სპორტი |
|
|
27 აგვისტოს, 16:00 საათზე, საინგილოში, სოფელ კახისთავში, დავით ყიფიანის სახელობის ტურნირის ფინალური საფეხბურთო მატჩი გაიმართება. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრში აცხადებენ. მათი ინფორმაციით, კახისთავში ერთმანეთს კახის რაიონის ქართული სოფლების ფეხბურთელები შეეჯიბრებიან. მატჩს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია და პარლამენტის წევრები დაესწრებიან |
|
|
გიორგი დანელიას 80 წელი შეუსრულდა |
კულტურა, სპორტი |
|
|
25 აგვისტოს ქართველი კინორეჟისორი გიორგი დანელიას დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა. გიორგი დანელია 1930 წლის 25 აგვისტოს თბილისში დაიბადა. ქართველი კინორეჟისორი ცნობილია "ნაღვლიანი კომედიებით", როგორც თავად უწოდებს თავის შემოქმედებას. გიორგი დანელია სწავლობდა მოსკოვის არქიტექტურულ ინსტიტუტში და ერთხანს არქიტექტორად მუშაობდა. მისი ფილმი "მე დავდივარ მოსკოვში", ნიკიტა მიხალკოვის მონაწილეობით, ხრუშჩოვის "დათბობის პერიოდის" ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი აღწერაა. დანელიას ყველაზე პოპულარული ფილმებია "მიმინო" (1977), ქართველი პილოტის თავაგადასავლებზე მოსკოვში და "შემოდგომის მარათონი" (1980) - თარჯიმანზე, რომელიც ცოლსა და საყვარელს შორის ორცეცხლსშუაა მოქცეული. 1986 წელს ის იღებს "არცთუ მთლად მეცნიერულ ფანტასტიკას" - "ქინ-ძა-ძა" |
|
|
ეკლესია მატათა მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს |
კულტურა, სპორტი |
|
|
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მატათა მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამათან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია გაიმართება. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II წირვა-ლოცვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს |
|
|
მესტიაში ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება |
კულტურა, სპორტი |
|
|
20 აგვისტოს მესტიაში, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში, აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას დაესწრებიან აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე. აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი ამერიკის კონგრესმა დააფუძნა. ამ ფონდმა მსოფლიოს 100 ქვეყანაში უკვე 640-ზე მეტ ინიციატივას დაუჭირა მხარი და 10 წლის განმავლობაში მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად 26 მილიონი დოლარი გაიღო |
|
|
დღეს ფერიცვალებაა |
კულტურა, სპორტი |
|
|
19 აგვისტოს მართლმადიდებლური ეკლესია მაცხოვრის ფერიცვალებას აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. ფერისცვალების დღეს ტაძრებში ყურძენი და ხილი იკურთხება. მათთვის, ვინც მარიამობის მარხვას იცავს, ეს დღე თევზით ხსნილია |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|