« ნოემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
"REGGAEon"-ი ბობ მარლისადმი მიძღვნილ კონცერტს გამართავს |
კულტურა, სპორტი |
|
|
6 თებერვალს, 19:00 საათზე, კლუბ “33 ა”-ში ჯგუფი "REGGAEon"-ი ბობ მარლისადმი მიძღვნილ კონცერტს გამართავს. 2010 წლის 6 თებერვალს მუსიკოსს 65 წელი შეუსრულდებოდა. როგორც ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, "REGGAEon"-ის წევრმა მიხეილ იაშაღაშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ასეთი საღამო წელს პირველად ტარდება, თუმცა ამას მომავალში ტრადიციული სახე მიეცემა |
|
|
"თბილისის მსოფლიო თასი" დასრულდა |
კულტურა, სპორტი |
|
|
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა "თბილისის მსოფლიოს თასი" 4 ოქროს, 4 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ტურნირის ჩემპიონები გახდნენ დავით ასუმბანი (60 კგ.), შალვა ქარდავა (66 კგ), ლევან წიკლაური (81 კგ.), მინდია ბოდაველი (90 კგ). ვერცხლს მედლები ერგოთ ბეთქილ შუკვანს (60 კგ.), ხვიჩა ხუციშვილს (81 კგ.), რევაზ ჩიკოიძეს (100 კგ.) ადამ ოქრუაშვილს (+100 კგ) |
|
|
თბილისში ძიუდოისტთა მსოფლიოს თასის გათამაშება გაიმართება |
კულტურა, სპორტი |
|
|
30-31 იანვარს თბილისში ძიუდოისტთა მსოფლიოს თასის გათამაშება გაიმართება, რომელშიც სომხეთის, ავსტრიის, აზერბაიჯანის, ხორვატიის, საფრანგეთის, საქართველოს, საბერძნეთის, უნგრეთის, ისრაელის, იაპონიის, ლატვიის, ჰოლანდიის, რუმინეთის, რუსეთის, თურქეთის, უკრაინის ნაკრები გუნდები მიიღებენ მონაწილეობას |
|
|
91 წლის ასაკში გარდაიცვალა მწერალი ჯერომ სელინჯერი |
კულტურა, სპორტი |
|
|
აშშ-ის შტატ ნიუ-ჰემპშირში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკელი მწერალი ჯერომ დევიდ სელინჯერი. სელინჯერი 1919 წლის 1-ელ იანვარს ნიუ-იორკში. სახელი მოიხვეჭა რომანით "თამაში ჭვავის ყანაში" (1951). აღსანიშნავია სელინჯერის ეპიკური ციკლი _ საგა გლასების ოჯახზე _ "ბანანა თევზის ამინდი" (1948), "ფრენი და ზუი" (1961), "ჭერი ასწიეთ, დურგლებო" (1963), "სეიმური -გაცნობა" (1963) |
|
|
ანტონ ჩეხოვის დაბადებიდან 150 წელი შესრულდა |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს, 29 იანვარს, რუსი მწერლის, ანტონ ჩეხოვის დაბადებიდან 150 წელი შესრულდა. ანტონ პავლეს ძე ჩეხოვი 1860 წლის 29 იანვარს (ძველი სტილით 17 იანვარს) ტაგანროგში დაიბადა. 1879 წელს დაამთავრა ტაგანროგის გიმნაზია, ხოლო 1884 წელს - მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. მისი პირველი პატარა მოთხრობები ანტოშა ჩეხონტეს ფსევდონიმით იბეჭდებოდა |
|
|
ეკლესია სალომე უჯარმელის ხსენების დღეს აღნიშნავს |
კულტურა, სპორტი |
|
|
28 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა სალომე უჯარმელის ხსენების დღეს აღნიშნავს. სალომე უჯარმელის ხსენების დღე (პეროჟავრა სივნიელთან ერთად) არის ძველი სტილით 15 იანვარი, ახალი სტილით - 28 იანვარი. სალომე უჯარმელი იყო ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს უახლოესი თანაშემწე. მან წმიდა ნინოსთან ერთად უამრავი ჭირი და განსაცდელი გადაიტანა ქრისტეს სარწმუნოების გასავრცელებლად |
|
|
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღინიშნავს |
კულტურა, სპორტი |
|
|
27 იანვარს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ქალწულის, ნინოს გარდაცვალების დღეს აღინიშნავს. 09:00 საათზე დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საზეიმო წირვას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. წმინდა ნინოს დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 1-ელ ივნისს - წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის და 27 იანვარს - მისი გარდაცვალების დღეს |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|