« დეკემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
TLG-ის წარმომადგენლები უცხოელ მასწავლებლებს შეხვდნენ |
სიახლე |
|
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დიმიტრი შაშკინი და საგანმანათლებლო პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ (TLG) წარმომადგენლები სასტუმრო შერატონში იმ უცხოელ მოხალისე მასწავლებლებს შეხვდნენ, რომლებიც პროგრამის ფარგლებში საქართველოში ჩამოვიდნენ და თბილისის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლებში ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად ინგლისურ ენას ასწავლიან |
|
|
Smart Board-ის გამოყენებით მათემატიკის სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა |
სიახლე |
|
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ინტერაქტიული დაფის, Smart Board-ის გამოყენებით მათემატიკის სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი და თბილისის საჯარო სკოლების პედაგოგები დაესწრნენ |
|
|
სტუ-ის პროფესორი შალვა ფიჩხაძის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა |
სტუ |
|
|
დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბმა პოლიტოლოგ შალვა ფიჩხაძის სახელობის პრემიის პირველი ლაურეატები დაასახელა. ღონისძიება კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევის ცენტრის ოფისში გაიმართა. ლაურეატებად დასახელდნენ საინფორმაციო სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" გენერალური დირექტორი გოჩა მირცხულავა, ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი ირაკლი შეყრილაძე და გაზეთ "ლანჩხუთი +"-ის პოლიტიკური მიმომხილველი, თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი თამაზ იმნაიშვილი, რომელთაც პრემიის სიმბოლო და სიგელები გადაეცა |
|
|
სტუ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სფეროში ითანამშრომლებენ |
სტუ |
|
|
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, სოსო წიქარიშვილმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიის ფაკულტეტის საინჟინრო გეოდეზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მერაბ თევზაძემ |
|
|
ნიკო მუსხელიშვილის დაბადებიდან 120 წელი შესრულდა |
მეცნიერება |
|
|
16 თებერვალს ქართველი მათემატიკოსის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და პირველი პრეზიდენტის ნიკო მუსხელიშვილის დაბადებიდან 120 წელი შესრულდა. ნიკოლოზ (ნიკო) მუსხელიშვილი 1891 წლის 16 თებერვალს დაიბადა. მუსხელიშვილს ძირითადი შრომები აქვს სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებებში, მათემატიკურ ფიზიკასა და დრეკადობის თეორიაში |
|
|
გლდანის პოლიგონის ეკოქიმიური მონიტორინგის თემაზე სემინარი ჩატარდა |
სტუ |
|
|
11 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პრეზიდენტის 2010 წლის სამეცნიერო გრანტების კონკურსში # 2-5/16 გამარჯვებული პროექტის ფარგლებში, ჩატარდა სემინარი თემაზე: “ქ. თბილისის გლდანის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მიმდებარე ტერიტორიის ეკოლოგიური მონიტორინგი და გარემოზე ზემოქმედების შერბილების გზები” |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|