« დეკემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
უცხოელ პედაგოგთა მორიგი ნაკადი საქართველოს იანვრის ბოლოს ესტუმრება |
სიახლე |
|
|
უცხოელ პედაგოგთა მორიგი ნაკადი იანვრის ბოლოს ესტუმრება საქართველოს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათი განცხადებით, ეს პროცესი მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. "ზოგადად, ინგლისური ენის პედაგოგები თვეში ორჯერ ჩამოვლენ. პედაგოგების უმრავლესობა ამერიკიდანაა. თითქმის აღარ დარჩა საქართველოს რომელიმე ტერიტორია, სადაც უცხოელი პედაგოგი არ იმყოფებოდეს. ისინი კვლავაც ოჯახებში იცხოვრებენ", _ აღნიშნეს პრესსამსახურში |
|
|
საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტში ახალი სასწავლო კაბინეტი შეიქმნა |
სიახლე |
|
|
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტში ახალი სასწავლო კაბინეტი შეიქმნა. „როცა ახალი სემესტრიდან ახალი სასწავლო კაბინეტი დგება მწყობრში, ჩვეულებრივი ამბავია და ამაში თითქოს არაფერია გასაკვირი, მაგრამ როცა ეს კეთდება ცნობილი პროფესორების უშუალო ფიზიკური მონაწილეობით, ისეთი იშვიათი მოვლენაა, რომ საჯაროდ ქებას ნამდვილად იმსახურებს“, - აცხადებს საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანზორ შავგულიძე |
|
|
ესტატე მჭედლიშვილის სახელობის ბიბლიოთეკამ მუშაობა განაახლა |
სიახლე |
|
|
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორ ესტატე მჭედლიშვილის სახელობის სამეცნიერო-ტექნიკურმა ბიბლიოთეკამ მუშაობა განაახლა. მხაზველობითი გეომეტრიისა და საინჟინრო გრაფიკის ქართული სკოლის ბრწყინვალე წარმომადგენელი, პროფესორი ესტატე მჭედლიშვილი 1980 წელს გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, პროფესორის პირადი ბიბლიოთეკა (წიგნადი ფონდი: ექვსასი ერთეული) განსვენებულის ოჯახმა უსასყიდლოდ გადასცა მაშინდელი პოლიტექნიკური ისტიტუტის მხაზველობითი გეომეტრიისა და საინჟინრო გრაფიკის კათედრას. კათედრასთან გაიხსნა პროფ. ე. მჭედლიშვილის სახელობის სამეცნიერო-ტექნიკური ბიბლიოთეკა (რექტორი, აკად. თ. ლოლაძე, კათედრის გამგე, პროფესორი ა. შავგულიძე. ბრძანება №39. 28.03.81) |
|
|
მაია ჩიბურდანიძეს 50 წელი შეუსრულდა |
კულტურა, სპორტი |
|
|
ქართველ მოჭადრაკეს, მეშვიდე მსოფლიო ჩემპიონს, მაია ჩიბურდანიძეს, 50 წელი შეუსრულდა. ჩიბურდანიძე 1961 წლის 17 იანვარს ქუთაისში დაიბადა. მაია ჩიბურდანიძე არის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ქალთა შორის (1978-1991). მსოფლიო ჩემპიონი 17 წლის ასაკში გახდა და ყველაზე ახალგაზრდა ქალია, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა. მაია ჩიბურდანიძე არის საერთშორისო დიდოსტატი ქალთა (1977) და ვაჟთა (1984) შორის. სსრ კავშირის ჩემპიონი (1977) და ვიცე-ჩემპიონი (1979). საჭადრაკო ოსკარის ოთხგზის (1984,1985,1986,1987) მფლობელი |
|
|
გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს შეხვდებიან |
--- |
|
|
გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი სოფო დოლიძე მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დაწყებითი კლასების პედაგოგებს შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, შეხვედრა 17 იანვარს, 14:00 საათზე 51-ე სკოლაში შედგება. მისი მიზანია პედაგოგთათვის დაწყებითი კლასების მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიწოდება |
|
|
მინისტრმა ”ყველაზე ჭკვიანი” დააჯილდოვა |
--- |
|
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ტელეკომპანია ”რუსთავი-2”-ის პროექტში ”ყველაზე ჭკვიანი” გამარჯვებული მოსწავლე ნინო ეფრემიძე პორტატული კომპიუტერით დააჯილდოვა. პროექტის მე-8 სეზონში გამარჯვებული 13 წლის ნინო ეფრემიძე № 201 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეა. იგი დევნილი, ამასთან სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა. ამის მიუხედავად, ნინო ეფრემიძე პირველი კლასიდან ათოსანია და სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებისთვის, არაერთი სიგელით არის დაჯილდოებული. |
|
|
14 იანვარი ქართული თეატრის დღეა |
კულტურა, სპორტი |
|
|
14 იანვარს ქართული თეატრის დაარსებიდან 161-ე წლისთავი აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებული ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში ღონისძიებები გაიმართება. ქუთაისში იმ ადამიანებს დააჯილდოებენ, რომლებიც ქართულ თეატრში აქტიურად მოღვაწეობდნენ. 14 იანვარს ქუთაისში თეატრის მოღვაწეთა კავშირის 130 წლისთავსაც აღნიშნავენ |
|
|
სტუ-ს ევროპული კოსმოსური სააგენტოს ექსპერტთა ჯგუფი ესტუმრა |
მეცნიერება |
|
|
13 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ესტუმრა ევროპული კოსმოსური სააგენტოს (ნიდერლანდები) ექსპერტთა ჯგუფი: ანტენების სექციის უფროსი, დოქტორი სირილ მანჟენო, კონსტრუქციების განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, დოქტორი ჯულიან სანტიაგო პროვალდი, ანტენების სექციის წამყვანი სპეციალისტი, დოქტორი ქეის ვან’ტ კლოსტერი, აგრეთვე, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (გერმანია) მსუბუქი კონსტრუქციების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ჰორსტ ბაიერი და ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, დოქტორი ლერი დათაშვილი. ევროპული კოსმოსური სააგენტოს ექსპერტებთან ერთად სტუ-ში სამუშაო შეხვედრა 13 იანვარს დაიწყო და 14 იანვარს დასრულდება |
|
|
NEW ART Cafe-ში შოთა იათაშვილის ახალი პოეტური კრებულის პრეზენტაცია გაიმართება |
კულტურა, სპორტი |
|
|
18 იანვარს, 19:00 საათზე, NEW ART Cafe-ში შოთა იათაშვილის ახალი პოეტური კრებულის პრეზენტაცია გაიმართება. კრებული გამოსცა გამომცემლობა ”პეგასმა”. წიგნის გამომცემელია მარინე ცხადაია, რედაქტორი - თამარ ფხაკაძე, დიზაინი და კომპიუტერული უზრუნველყოფა ეკუთვნის ნინო კაპანაძეს. წიგნის ყდაზე გამოყენებულია სოფო ჩხიკვაძის მიერ შესრულებული ავტორის პორტრეტი. კრებულში შესულია 2006-2010 წლებში დაწერილი ლექსები |
|
|
ჯოისის გარდაცვალებიდან 70 წელი შესრულდა |
კულტურა, სპორტი |
|
|
13 იანვარს XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ირლანდიელი მწერლისა და პოეტის, ჯეიმს ჯოისის გარდაცვალებიდან 70 წელი შესრულდა. ჯოისი 1941 წლის 13 იანვარს შვეიცარიაში, ციურიხში, როტენ კროიცის შვესტერჰაუზში გარდაიცვალა. ჯოისის ყველაზე გახმაურებული რომანია "ულისე და ნოველა "ფინეგანის სამძიმარი", მოკლე ნოველების კრებული "დუბლინელები" და ავტობიოგრაფიული ნაწარმოები "ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას". მიუხედავად იმისა, რომ ჯოისმა ცხოვრების უმეტესი ნაწილი ირლანდიის საზღვრებს გარეთ გაატარა, მისი ფსიქოლოგიური და ბელეტრისტული სამყარო ეყრდნობა მშობლიურ დუბლინს - ქალაქს, რომელიც წარმოადგენს მისი შემოქმედებითი სამყაროს მთავარ მოქმედების ადგილს |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|