« დეკემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
დღეს ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელის პრეზენტაცია გაიმართება |
სიახლე |
|
|
17 ნოემბერს, 14:00 საათზე, ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელის პრეზენტაცია გაიმართება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თბილისის სკოლების 200-მდე მეთორმეტეკლასელს ელექტრონული საგამოცდო ტესტის ნიმუშს წარუდგენენ და საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით მოსწავლეთა შეკითხვებს უპასუხებენ |
|
|
სტუ-ში ანტინარკოტიკული კვირეული ტარდება |
სიახლე |
|
|
16 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მცირე სააქტო დარბაზში სტუ-ის სტუდენტური მოძრაობის ორგანიზებით, "სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის" ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორობით, პროექტ "ანტინარკოტიკული კვირეულის" პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მცირე სააქტო დარბაზში ჩატარდა საჯარო ლექცია სასულიერო პირების მონაწილეობით. საჯარო ლექცია წაიკითხა თაბორის მთის მამათა მონასტრის წინამძღვარმა მამა ბართლომემ |
|
|
16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა |
--- |
|
|
16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა. საქართველოს სახალხო დამცველი ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლებს. ღონისძიებას გახსნიან საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკი. სახალხო დამცველი წარმოადგენს მოხსენებას, რომელიც 2010 წლის განმავლობაში ტოლერანტობის სფეროში საქართველოში არსებულ მიღწევებსა და პრობლემებს მიმოიხილავს |
|
|
საქართველოში გაბრიელ ეპისკოპოსის იუბილე აღინიშნება |
კულტურა, სპორტი |
|
|
15 ნოემბერს საქართველოში სასულიერო და საზოგადო მოღვაწის, მეცნიერისა და პედაგოგის, იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის დაბადებიდან 185 წლისთავს აღნიშნავენ. გაბრიელ ეპისკოპოსი, ერისკაცობაში გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე, 1825 წლის 15 ნოემბერს ოზურგეთის მაზრის სოფელ ბახვში დაიბადა. 1839 წელს დაამთავრა თბილისის სამაზრო სასულიერო სასწავლებელი და სწავლა განაგრძო თბილისის სემინარიაში. 1842 წელს შევიდა ფსკოვის სასულიერო სემინარიაში. 1845 წელს დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო სემინარია, ხოლო 1849 წელს პეტერბურგის სასულიერო აკადემია. პეტერბურგში მყოფი გაბრიელ ქიქოძე საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ისა და მარიამ დედოფლის ვაჟიშვილმა, მიხეილ ბატონიშვილმა შეიკედლა |
|
|
ეთნოგრაფიულ მუზეუმში „აფხაზეთობა 2010" გაიმართება |
კულტურა, სპორტი |
|
|
14 ნოემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით სახალხო ზეიმი „აფხაზეთობა 2010" გაიმართება. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ეთნოგრაფიულ მუზეუმში მთელი დღის განმავლობაში კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები ჩატარდება. მასში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, აფხაზეთის ახალგარზდული კაპელა, ცნობილი ქართველი მომღერლები, აფხაზეთის შემოქმედებითი ჯგუფები და ბავშვთა ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას. |
|
|
ეკლესია ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს, 13 ნოემბერს, მართლმადიდებლური ეკლესია ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს (ხსენება წმიდათა ათთა ბევრთა მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულთა). ამ დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი მეტეხის ხიდზე პარაკლისს გადაიხდის. როგორც საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდულ მოძრაობა "დავითიანში" აცხადებენ, ამასთან დაკავშირებით, უწმინდესის კურთხევით, "დავითიანი" ქალაქის სხვადასხვა ადგილიდან მეტეხის ხიდისკენ მსვლელობას გამართავს. მსვლელობა 09:30 საათზე დიდუბის პანთონიდან და ვაკის პარკიდან ერთდროულად დაიწყება. 11:00 საათზე კი მსვლელობა მოეწყობა სპორტის სასახლიდან და მეტროსადგურ "ისნის" ტერიტორიიდან; 11:30 საათზე _ ვარდების რევოლუციის მოედნიდან; 12:00 საათზე კი - მეტროსადგურ "ავლაბრის" ტერიტორიიდან". |
|
|
სტუ-სა და “კვარციტს” შორის მემორანდუმი გაფორმდა |
მეცნიერება |
|
|
12 ნოემბერს გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ინიციატივით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და შპს “კვარციტს’’ შორის გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და შპს ,,კვარციტის’’ გენერალურმა დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა. მემორანდუმის მიზანია საქართველოში სამთო-გეოლოგიური დარგის განვითარების ხელშეწყობა და მისი პერსპექტიული განვითარებისთვის თანამედროვე სამეცნიერო ტექნიკური და საგანმანათლებლო საფუძვლების შექმნა. შპს ,,კვარციტი’’ სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ორი წარჩინებული სტუდენტისთვის აწესებს სპეციალურ სტიპენდიას, აგრეთვე უზრუნველყოფს სტუ-ის სტუდენტებისთვის ყოველწლიური პრაქტიკის გავლას კვარციტის საწარმოში, ხოლო ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, მიიღებს კურსდამთავრებულს სტაჟირებაზე |
|
|
თბილისსა და მირზაანში ფიროსმანობა აღინიშნება |
კულტურა, სპორტი |
|
|
12 ნოემბერს, 16:00 საათზე, ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს საგამოფენო დარბაზში გაიხსნება თბილისის სამხატვრო სასწავლებლის ფერმწერი და გრაფიკოსი მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა, სახელწოდებით "ფიროსმანის გარემო". 14 ნოემბერს, დილის 12:00 საათიდან, მირზაანში, ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმში ტრადიციული სახალხო ზეიმი "ფიროსმანობა" დაიწყება. დედოფლისწყაროს გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსის თამაზ კირვალიძის ინფორმაციით, ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ ცეკვისა და სიმღერის ფოლკლორული ანსამბლები, ჩატარდება სპორტული შეჯიბრებები. მოეწყობა ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა-გაყიდვა, კახური სტუმარმასპინძლობა |
|
|
მწერალი თამაზ ჩხენკელი გარდაიცვალა |
კულტურა, სპორტი |
|
|
83 წლის ასაკში ცნობილი ლიტერატორი, მწერალი თამაზ ჩხენკელი გარდაიცვალა. თაობაში ინტელექტუალურობით გამორჩეული თამაზ ჩხენკელი ავტორია არაერთი ცნობილი ლიტერატურული წერილის და ქართული მწერლობის კრიტიკაზე შექმნილი მონოგრაფიისა. წლების განმავლობაში ჩხენკელი ქართული ანბანის კვლევაზე მუშაობდა. ნათარგმნი აქვს ინდური და ჩინური პოეზიის ნიმუშები. ერთ-ერთ საუკეთესო თარგმანად რაბინდრანათ თაგორის "გიტანჯალი" მიიჩნევა |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|