« დეკემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
გიორგი დანელიას 80 წელი შეუსრულდა |
კულტურა, სპორტი |
|
|
25 აგვისტოს ქართველი კინორეჟისორი გიორგი დანელიას დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა. გიორგი დანელია 1930 წლის 25 აგვისტოს თბილისში დაიბადა. ქართველი კინორეჟისორი ცნობილია "ნაღვლიანი კომედიებით", როგორც თავად უწოდებს თავის შემოქმედებას. გიორგი დანელია სწავლობდა მოსკოვის არქიტექტურულ ინსტიტუტში და ერთხანს არქიტექტორად მუშაობდა. მისი ფილმი "მე დავდივარ მოსკოვში", ნიკიტა მიხალკოვის მონაწილეობით, ხრუშჩოვის "დათბობის პერიოდის" ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი აღწერაა. დანელიას ყველაზე პოპულარული ფილმებია "მიმინო" (1977), ქართველი პილოტის თავაგადასავლებზე მოსკოვში და "შემოდგომის მარათონი" (1980) - თარჯიმანზე, რომელიც ცოლსა და საყვარელს შორის ორცეცხლსშუაა მოქცეული. 1986 წელს ის იღებს "არცთუ მთლად მეცნიერულ ფანტასტიკას" - "ქინ-ძა-ძა" |
|
|
ეროვნული გამოცდების პირველადი ჩარიცხვების შედეგები ხვალ გახდება ცნობილი |
სიახლე |
|
|
2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი ჩარიცხვების შედეგები ხვალ გახდება ცნობილი. 25 აგვისტოს გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.naec.ge, results.naec.ge) და "კვირის პალიტრის" სპეციალურ გამოშვებაში 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი ჩარიცხვების შედეგები და ვაკანტური ადგილების ჩამონათვალი გამოქვეყნდება |
|
|
აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები აშშ-ში გაემგზავრნენ |
სიახლე |
|
|
არასამთვრობო ორგანიზაცია “მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისთვის" ორგანიზებითა და აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით, დევნილი ახალგაზრდები კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამით აშშ-ის ნებრასკის შტატის ქალაქ ლინკოლნში გაემგზავრნენ |
|
|
ეკლესია მატათა მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს |
კულტურა, სპორტი |
|
|
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მატათა მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამათან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია გაიმართება. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II წირვა-ლოცვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს |
|
|
ვაშლოვანის ეროვნული პარკი საველე საკომუნიკაციო სისტემებით აღიჭურვა |
სიახლე |
|
|
20 აგვისტოს დაცული ტერიტორიების სააგენტოში თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (TIKA) საქართველოს ოფისის კოორდინატორის მოადგილე თეომან თირიაქმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი შონვაძემ ვაშლოვანის ეროვნული პარკისთვის საველე საკომუნიკაციო სისტემების გადმოცემის აქტს მოაწერეს ხელი |
|
|
მესტიაში ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება |
კულტურა, სპორტი |
|
|
20 აგვისტოს მესტიაში, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში, აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას დაესწრებიან აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე. აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი ამერიკის კონგრესმა დააფუძნა. ამ ფონდმა მსოფლიოს 100 ქვეყანაში უკვე 640-ზე მეტ ინიციატივას დაუჭირა მხარი და 10 წლის განმავლობაში მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად 26 მილიონი დოლარი გაიღო |
|
|
დღეს ფერიცვალებაა |
კულტურა, სპორტი |
|
|
19 აგვისტოს მართლმადიდებლური ეკლესია მაცხოვრის ფერიცვალებას აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. ფერისცვალების დღეს ტაძრებში ყურძენი და ხილი იკურთხება. მათთვის, ვინც მარიამობის მარხვას იცავს, ეს დღე თევზით ხსნილია |
|
|
ბალზაკის გარდაცვალებიდან 160 წელი შესრულდა |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს, 18 აგვისტოს, ფრანგი მწერლის, ონორე დე ბალზაკის გარდაცვალებიდან 160 წელი შესრულდა. ონორე დე ბალზაკი 1850 წლის 18 აგვისტოს პარიზში გარდაიცვალა. ბალზაკი 1799 წლის 20 მაისს ტურში დაიბადა. მისი ნამდვილი სახელი იყო ონორე ბალზაკი, ნაწილაკს "დე“, რომელიც მაღალი დონის წოდებას გამოხატავს, ბალზაკი 1830 წლიდან იყენებდა. მამამისმა, ქ. ტურის მერის თანაშემწემ, გლეხური გვარი მალსა არისტოკრატიულ დე ბალზაკად გადაიკეთა. დედა პარიზის წვრილბურჟუაზიული ოჯახიდან იყო |
|
|
17 აგვისტო პულიცერის პრემიის დაწესების დღეა |
--- |
|
|
17 აგვისტოს პულიცერის პრემიის დაწესებიდან 107 წელი შესრულდა. 1903 წლის 17 აგვისტოს ჯოზეფ პულიცერმა დააწესა პრემია, რომელიც ყოველწლიურად გაიცემა საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისთვის. პულიცერის პრემია (Pulitzer Prize) ამერიკული ჯილდოა და მიიჩნევა უმაღლეს დამსახურებად ბეჭდვით ჟურნალისტიკაში. ჯილდო ასევე ენიჭება ლიტერატურული მიღწევებისა და მუსიკალური კომპოზოციებისთვის. პირველი პულიცერის პრემია მინიჭებულ იქნა 1917 წლის 4 ივნისს. ბოლო დროს ამ ჯილდოს ლაურეატების გამოცხადება ყოველი წლის აპრილში ხდება |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|