« დეკემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
საფრანგეთში ბასტილიის დღე აღინიშნება |
უცხოეთში |
|
|
14 ივლისს საფრანგეთში ბასტილიის აღების დღე აღინიშნება. ბასტილიის შტურმი 1789 წლის 14 ივლისს მნიშვნელოვანი სიმბოლური განვითარება იყო საფრანგეთის რევოლუციაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის ბასტილიის ციხეში მხოლოდ შვიდი ტუსაღი იმყოფებოდა, ეს აქტი გახდა მეფის წინააღმდეგ ღია აჯანყების დასაწყისის სულისჩამდგმელი. ამ მოვლენის პირველი წლისთავი აღნიშნული იყო, როგორც Fête de la Fédération (ფედერაციის დღესასწაული) |
|
|
ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის დაბადებიდან 122 წელი შესრულდა |
--- |
|
|
14 ივლისს საქართველოს ეროვნული გმირის, ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის დაბადებიდან 122 წელი შესრულდა. ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი, 1888 წლის 14 ივლისს მატანში დაიბადა (თბილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია) იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. 1922-1924 წლებში ხელმძღვანელობდა პარტიზანულ ბრძოლას საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ |
|
|
სვეტიცხოვლის ეზოში ჩვილთა მე-12 ნათლობა გაიმართება |
კულტურა, სპორტი |
|
|
13 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უფლის წმინდა 12 მოციქულის ათორმეტ მამათა ხსენებას, სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. საქართველოში მოქმედ ყველა ტაძრებში ღვთისმსახურება ჩატარდება. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საზეიმო ლიტურგიას, წმინდა 12 მოციქულის სახელობის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლენს. სახარების მიხედვით, უფალმა თავის მოწაფეებად 12 მოციქული აირჩია. მათი უმეტესობა მეთევზეები იყვნენ. ეკლესია წმინდა მოციქულების: პეტრეს, ანდრიას, იაკობის, იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფესის, იუდა იაკობისის, სიმონ მოშურნისა და მატათას ხსენებას აღნიშნავს |
|
|
დღეს პეტრეპავლობაა |
კულტურა, სპორტი |
|
|
12 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა - პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს პეტრეპავლობას აღინიშნავს. ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება. 12 ივლისს დასრულდება პეტრეპავლობის მარხვა, რომელიც 31 მაისს დაიწყო. პეტრეპავლობის მარხვა ჯერ კიდევ მოციქულებს დაუწესებიათ. ამ მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ამიტომ ის ყველაზე დიდი ექვს კვირას გასტანს, ხოლო ყველაზე მცირე - 7 დღეს. პეტრეპავლობის მარხვა დიდმარხვასა და ვნების შვიდეულთან შედარებით მსუბუქი მარხვაა |
|
|
“უნივერსში“ ჩეხი და ქართველი სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა |
სიახლე |
|
|
საგამოფენო დარბაზ “უნივერსში“ გაიხსნა ჩეხი და ქართველი სტუდენტების მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა, რომელიც სტუ-ისა და პრაღის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტების ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტის შესრულების მიმდინარეობას ასახავს. გასული წლის ბოლოს ჩეხეთის მთავრობამ გამოყო გრანტი, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის სხვადასხვა სფეროში ევროპული გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად. პრაღის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის პროფესორის, ცნობილი ჩეხი არქიტექტორის, იან ბიჩანის ძალისხმევით, ამ გრანტიდან გამოიყო ნაწილი საქართველოში განსახორციელებელი პროექტისთვის, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის 15-20 სტუდენტის ევროპული სტანდარტებით მომზადებას ითვალისწინებდა |
|
|
უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების გადასახადი აღარ გაიზრდება |
სიახლე |
|
|
უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების გადასახადი აღარ გაიზრდება - ეს ცვლილება უმაღლესი განათლების კანონში შედის. სტუდენტები სწავლის დასრულებამდე იმ თანხას გადაიხდიან რა ჩარიცხვის დროს იყო. ეს ცვლილება შეეხება, როგორც სახელმწიფო ისე კერძო უმაღლეს სასწავლებლებს |
|
|
მეცნიერებმა უსინათლო მძღოლებისთვის ავტომობილი შექმნეს |
ტექნოლოგიები |
|
|
ამერიკელმა მეცნიერებმა უსინათლოთა ეროვნული ფედერაციის დახმარებით უსინათლო მძღოლებისთვის პირველი ავტომობილი შექმნეს. ყველგანმავალ Ford Escape-ის მოდელი, აღჭურვილი ახალი ტექნოლოგიური აპატურით, ლაზერითა და ვიდეოკამერებით, მომავალი წლის იანვარში გამოჩნდება, – აცხადებს გაზეთი Times. ამჯერად კი მისი გამოცდა მიმდინარეობს. ვირჯინიის ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა მტკიცებით, უახლესი ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, მხედველობაშეზღუდულმა მძღოლმა ავტომობილი დამოუკიდებლად მართოს |
|
|
მაია მიმინოშვილი ინგლისური ენის გამოცდას დაესწრება |
--- |
|
|
9 ივლისს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ინგლისური ენის გამოცდას თელავის საგამოცდო ცენტრში დაესწრება. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თელავის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორისა და კოორდინატორის გათავისუფლების შესახებ 7 ივლისს გამოცდების მედიაცენტრში ჩატარებულ ბრიფინგზე განაცხადა. თელავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი პირების გათავისუფლების მიზეზი დადგენილი პროცედურების არათანმიმდევრულად შესრულება გახდა |
|
|
დღეს 82 წლის ასაკში ბიძინა კვერნაძე გარდაიცვალა |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს, 8 ივლისს, 82 წლის ასაკში ქართველ კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე გარდაიცვალა. როდის და სად დაკრძალავენ ქართველ კომპოზიტორს, ჯერჯერობით უცნობია. ბიძინა კვერნაძე დაიბადა 1928 წელს 29 ივლისს ქ. სიღნაღში. 1979 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება; 1981 წელს ზაქარია ფალიაშვილის, ხოლო 1985 წელს შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების ლაურეატი გახდა. 1996 წელს - თბილისის საპატიო მოქალაქე. 1998 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. 2003 წელს, თბილისში ფილარმონიის წინ, ბიძინა კვერნაძის სახ. ვარსკვლავი გაიხსნა |
|
|
აბიტურიენტები გამოცდას დღეს უცხოურ ენებში აბარებენ |
--- |
|
|
8 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები უცხოური ენის გამოცდით გრძელდება. აბიტურიენტები გამოცდას ინგლისურ ენაში აბარებენ. 08:00 საათზე საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტთა რეგისტრაცია იწყება, 09:00 საათზე კი - გამოცდა. ინგლისური ენის გამოცდის მეორე და მესამე სესია 9 ივლისს ჩატარდება. გამოცდას გერმანულ, რუსულ და ფრანგულ ენებში აბიტურიენტები 12 ივლისს ჩააბარებენ |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|