« დეკემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
დღეს გაიხსნება გამოფენა “დაიზღვიე ბედი, შეიკარი ღვედი” |
სიახლე |
|
|
დღეს, 8 აპრილს, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გაიხსნება ფოტოგრაფ ირაკლი გედენიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა - “დაიზღვიე ბედი, შეიკარი ღვედი”. გამოფენის ორგანიზატორია ფონდი “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის”. ფოტოგამოფენა პროექტის “უსაფრთხოების ღვედების პოპულარიზაცია საქართველოში” ფარგლებში ხორციელდება |
|
|
დღეს ხარებაა |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს, 7 აპრილს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს - ხარებას აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვა-ლოცვას, უწმინდეს მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში შეასრულებს. საზეიმო წირვა საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში აღევლინება |
|
|
6 აპრილი თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშების გახსნის დღეა |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს, 6 აპრილს, თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშების გახსნიდან 114 წელი სრულდება. ათენში თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშები 1896 წლის 6 აპრილს გაიხსნა. ოლიმპიური თამაშები უძველესი და ყველაზე პოპულარული დღესასწაული და შეჯიბრებაა ძველ საბერძნეთში. პირველი ოლიმპიური თამაშები ძვ. წ. 773 წელს ქალაქ ოლიმპიაში მოეწყო. თამაშებს შორის ინტერვალი შეადგენდა 1417 დღეს. ოლიმპიური თამაშები თანამედროვეობის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო კომპლექსური სპორტული შეჯიბრებაა, რომელიც ხელს უწყობს მსოფლიოს ახალაზრდობის მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცებას, მშვიდობასა და პროგრესს |
|
|
მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს აღდგომას დღესასწაულობს |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს, 4 აპრილს, მართლმადიდებელი სამყარო ქრისტეს აღდგომას დღესასწაულობს. აღდგომა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით აღინიშნება. აღდგომას წინ უძღვის 40-დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება, ვნების კვირა. ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა, რაზედაც მოსეს ხალხი ეგვიპტის მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ ოცნებობდა, რასაც ბიბლიური წინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ და სინედრიონის ნებით ჯვარცმული ქრისტეს სახით განხორციელდა |
|
|
CATS კენტერბერის წარმომადგენლები სტუდენტებისთვის საღამოს გამართავენ |
სიახლე |
|
|
9 აპრილს, 18:00 საათზე, "თბილისი მარიოტში" CATS კენტერბერის წარმომადგენლები არაბრიტანელი სტუდენტებისთვის საუნივერსიტეტო საბაკალავრო პროგრამებთან დაკავშირებით საღამოს გამართავენ. როგორც CATS კენტერბერის წარმომადგენლობაში აცხადებენ, მოწვეული სტუდენტებისთვის, მათი მშობლებისა და საგანმანათლებლო სააგენტოების წარმომადგენლებისთვის გამართულ ღონისძიებაზე განხილული იქნება საერთაშორისო ბაკალავრის დიპლომის, როგორც მსოფლიოში ყველაზე უფრო სწრაფად მზარდი პროგრამის უპირატესობა |
|
|
დიმიტრი შაშკინმა პროფესორ ვაჟა მენთეშაშვილს საპატიო დიპლომი გადასცა |
მეცნიერება |
|
|
დღეს, 1-ელ აპრილს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია და გაწეული ხანგრძლივი პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობისთვის, სატრანსპორტო ფაკულტეტის მანქანამშენებლობის ტექნოლოგიების კათედრის სრულ პროფესორს, ვაჟა მენთეშაშვილს, ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დიპლომი გადასცა |
|
|
ინსტიტუციებიდან ყველაზე მაღალი ნდობით ეკლესია სარგებლობს |
--- |
|
|
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების თანახმად, ინსტიტუციებიდან ყველაზე მაღალი ნდობით ეკლესია (90%) სარგებლობს. გამოკითხულთა 90% ეკლესიისადმი კეთილგანწყობილია, 2% ნაკლებად კეთილგანწყობილია, 8%-ს კი პასუხი არ აქვს. მეორე ადგილზე 84%-ით ჯარია, ხოლო მესამე ადგილს 81 %-ით პოლიცია იაკვებს |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|