News.GTU.ge



«    მაისი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

8 თებერვალი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა კულტურა, სპორტი
8 თებერვალი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა 8 თებერვალს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დავიდ აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. დავით IV აღმაშენებელი 1125 24 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალს) გარდაიცვალა.
დავითი იყო საქართველოს მეფე 1089-1125 წლებში, გიორგი II-ის ძე, ბაგრატიონთა დინასტიიდან _ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მონარქი, მოახერხა თურქ-სელჩუკთა ქვეყნიდან განდევნდა 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვებით
თბილისში იაპონური კინოს ფესტივალი გაიმართება კულტურა, სპორტი
თბილისში იაპონური კინოს ფესტივალი გაიმართება 7 თებერვალს, 18:00 საათზე, კინოთეატრ "რუსთაველის" დიდ დარბაზში გაიხსნება იაპონური კინოს ფესტივალი, რომელიც თბილისში პირველი იაპონური კვირეულის დაწყებას აღნიშნავს.
იაპონური კინოს ფესტივალი 14 თებერვლამდე გასტანს და მას მოჰყვება 15 თებერვალს რუსთაველის თეატრში იაპონელი ჯაზ-პიანისტის ჰირომი უეჰარას კონცერტი
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა გერმანიის გუნდი დაამარცხა კულტურა, სპორტი
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა გერმანიის  გუნდი დაამარცხა საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა გერმანიის გუნდი დაამარცხა, ანგარიშით 77-3. შეხვედრა ქართველი მორაგბეების სრული უპირატესობით წარიმართა. ქართველების ანგარიშზე 11 ლელოა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 13 თებერვალს პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს
საქართველოს რაგბის ნაკრები გერმანიის გუნდს შეხვდება კულტურა, სპორტი
საქართველოს რაგბის ნაკრები გერმანიის გუნდს შეხვდება 6 თებერვალს, ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, საქართველოს რაგბის ნაკრები გერმანიის რაგბის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება. თამაში თბილისის დინამოს სტადიონზე 14 საათზე გაიმართება.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ტიმ ლეინმა მატჩისთვის ნაკრების შემდეგი შემადგენლობა დაასახელა
სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში ფოტოჯიხურები განთავსდა სიახლე
სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში ფოტოჯიხურები განთავსდა დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს სააგენტოს მომსახურების სფეროში დანერგილი სიახლე გააცნო. იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მოსახლეობას კიდევ ერთ ახალ სერვისს სთავაზობს. დღეიდან მოქალაქეს ICAO (International Civil Aviation Organization) სტანდარტის შესაბამისი ბიომეტრიული ფოტოსურათის გადაღება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში შეეძლება
"კავკასიურ სახლში" სუენ-ზის წიგნის "სამხედრო ხელოვნების შესახებ" პრეზენტაცია გაიმართება კულტურა, სპორტი
"კავკასიურ სახლში" სუენ-ზის წიგნის "სამხედრო ხელოვნების შესახებ" პრეზენტაცია გაიმართება 5 თებერვალს, 17:00 საათზე, საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ "კავკასიური სახლში" საქართველო-ჩინეთის კულტურის ცენტრი "აბრეშუმის გზა" ჩინელი ფილოსოფოსის სუენ-ზის წიგნის, "სამხედრო ხელოვნების შესახებ", პრეზენტაციას გამართავს. წიგნი "სუენ ძი - სამხედრო ხელოვნების შესახებ" გამოიცა საქართველო-ჩინეთის კულტურის ცენტრ "აბრეშუმის გზისა" და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს სავაჭრო და ეკონომიკური განყოფილების თანამშრომლობით
სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის მიღება ინტერნეტითაა შესაძლებელი სიახლე
სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის მიღება ინტერნეტითაა შესაძლებელიიუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.
საჯარო რეესტრმა კიდევ ერთი ახალი, გამარტივებულ მომსახურება შესთავაზა მეწარმეებს. ამიერიდან სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის მიღება ინტერნეტის მეშვეობით არის შესაძლებელი
ტექნიკური უნივერსიტეტის მთავარ კორპუსს პირვანდელი სახე დაუბრუნდა სიახლე
ტექნიკური უნივერსიტეტის მთავარ კორპუსს პირვანდელი სახე დაუბრუნდა სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის სარეკონსტრუქციო სამუშაოსთვის 213 356 ლარი გამოიყო. გარემონტდა შვიდი ოთახი; რეკონსტრუქცია და რემონტი გაუკეთდა რექტორის კაბინეტს, მისაღებს, მოეწყო საკონფერენციო დარბაზი; დამონტაჟდა სადარაჯო-სახანძრო სიგნალიზაცია, გაახლდა კომპიუერული ქსელი. ახლო მომავალში საკონფერენციო დარბაზისთვის სინქრონული თარგმანის აპარატურაც დამონტაჟდება; III სართულზე კაპიტალურად გარემონტდა სველი წერტილები; გაახლდა II-III სართულზე მდებარე დერეფნები და ფოიეები. გამოიცვალა მთავარი შემოსასვლელის სამი კარი. პირველი სართულის კიბეებზე შემოსასვლელის ინტერიერის გათვალისწინებით, ბოლნისის ტუფის მსგავსი მასალისგან დამზადებლი რიკულებიანი მოაჯირი, ხოლო მესამე სართულზე ასასვლელ კიბეებზე ლითონისაგან დამზადებული ე. წ. ჭედური მოაჯირი დამონტაჟდა. ადმინისტრაციულ კორპუსში ხის ფანჯრები ე. წ. მეტალო-პლასტმასის ფანჯრებით შეიცვალა, საერთო ჯამში 1300მ კვადრატი. მთლიანად შეიღება ადმინისტრაციული კორპუსის ფასადი
ბრიტანეთის საბჭო წარმოადგენს გრავიურებს თავისი კოლექციიდან კულტურა, სპორტი
ბრიტანეთის საბჭო წარმოადგენს გრავიურებს თავისი კოლექციიდან 4 თებერვალს, 17:00 საათზე, თიბისი ბანკის ხელშეწყობით განახლებულ სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში გამოფენა გაიხსნება. ბრიტანეთის საბჭო წარმოადგენს გრავიურებს თავისი კოლექციიდან.
"გამოფენის მიზანია გვიჩვენოს, როგორ იკვლევენ მოქანდაკეები ორ- და სამგანზომილებიან სივრცეებს შორის ურთიერთმიმართებას ერთი მხრივ და გრავირების მეთოდით შემოთავაზებულ შესაძლებლობებს მეორე მხრივ. გრავიურები გამოიყენებოდა არა მხოლოდ მომავალი სკულპტურული ქმნილებების დახვეწის გზების შესასწავლად; ისინი ორიგინალებსაც ასახავენ", _ აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები 2012 წლის ევროპის ჩემპიონატში მოსახვედრად იბრძოლებს კულტურა, სპორტი
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები 2012 წლის ევროპის ჩემპიონატში მოსახვედრად იბრძოლებს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ხელბურთელთა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრა გაიმართა. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტპზე მოსახვედრად საქართველოს ნაკრების მეტოქეების მეტოქეები B-ჯგუფში იტალია, ლატვია და ფინეთი იქნებიან.
ჯგუფიდან მხოლოდ გამარჯვებული გადის, მატჩები კი მიმოსვლითი სისტემის შემთხვევაში 14 აპრილიდან 20 ივნისამდე გაიმართება







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge