კულტურა, სპორტი » News.GTU.ge



«    მაისი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

„ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია კულტურა, სპორტი
„ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია ესპანეთის „ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. ლონდონში, განახლებულ "უემბლის" სტადიონზე, 2010-2011 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი „ბარსელონამ" ინგლისის „მანჩესტერ იუნაიტედი" ანგარიშით 3:1 დაამარცხა
საქართველოში ეკვადორის კულტურის დღეები ტარდება კულტურა, სპორტი
საქართველოში ეკვადორის კულტურის დღეები ტარდება დღეს, 27 მაისს, 13:00 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ART-კაფეში გაიმართება პრესკონფერენცია საქართველოში ეკვადორის კულტურის დღეებთან დაკავშირებით. პრესკონფერენციას კულტურისა ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ანა ასათიანი გაუძღვებიან
"დიოგენემ"კონკურსში გამარჯვებული გამოავლინა კულტურა, სპორტი
"დიოგენემ"კონკურსში გამარჯვებული გამოავლინა გამომცემლობა "დიოგენემ" ვახუშტი კოტეტიშვილის პრემიის კონკურსში გამარჯვებული გამოავლინა. პირველი ადგილი აიღო თათია მთვარელიძემ, რომელსაც საპრიზო თანხა 1500 ლარი გადაეცა.Mმეორე ადგილზე გავიდა რევაზ გეთიაშვილი, რომელსაც 1000-ლარიანი პრემია გადაეცა, ხოლო მესამე ადგილს მფლობელ ბაჩანა ჩაბრაძეს 500-ლარიანი პრემია გადასცეს
თემურ ქეცბაიამ 3 ივნისის მატჩისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა კულტურა, სპორტი
თემურ ქეცბაიამ 3 ივნისის მატჩისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ 3 ივნისს ხორვატიასთან გასამართი მატჩისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. ნაკრები შეკრებას 23 მაისს, დღის 12:00 საათზე, ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" დაიწყებს
"დიოგენე" თბილისში წიგნის ახალ მაღაზიას გახსნის კულტურა, სპორტი
"დიოგენე" თბილისში წიგნის ახალ მაღაზიას გახსნის20 მაისს, 13:00 საათზე, გამომცემლობა "დიოგენე" თბილისში წიგნის ახალ მაღაზიას გახსნის (მის.: ა. აფაქიძის 9). "დიოგენე" იქნება მწერალთა და მკითხველთა შეხვედრის ადგილი, გაიმართება ახალი წიგნების პრეზენტაციები, ფილმებისა და სპექტაკლების ჩანაწერების ჩვენება, ლიტერატურული თამაშობები, წარმოდგენილი იქნება როგორც ქართული, ასევე უცხოური გამოცემები. შესაძლებელი იქნება უნიკალური წიგნების შეძენაც
საქართველომ ევროვიზიაზე მე-9 ადგილი დაიკავა კულტურა, სპორტი
საქართველომ ევროვიზიაზე მე-9 ადგილი დაიკავა დიუსელდორფში გამართულ ევროვიზიის კონკურსში ქართული ჯგუფი Eldrine მე-9 ადგილზე გავიდა. კონკურსში აზერბაიჯანულმა დუეტმა Ell&Nikki (ელდარ კასუმოვი და ნიგიარ ჯამალი) გაიმარჯვა. მათ საგრძნობი უპირატესობით დაამარცხეს მეორე და მესამე ადგილებზე გადული იტალიელი და შვედი შემსრულებლები
დღეს თამარობაა კულტურა, სპორტი
დღეს თამარობაა14 მაისს ეკლესია თამარობას, თამარ მეფის ხსენების დღეს აღნიშნავს. თამარ მეფე იყო დავით აღმაშენებლის შვილიშვილის გიორგი მესამისა (1156-1184წწ.) და დედოფალ ბურდუხაის ქალიშვილი. თამარ ბაგრატიონი დაიბადა 1166 წელს. გიორგის ვაჟი არ ჰყავდა. ქალის გამეფება იმ დროს არათუ საქართველოში, მსოფლიოშიც იშვიათი მოვლენა იყო. გიორგიმ გადაწყვიტა, თავის სიცოცხლეშივე გაემეფებინა თამარი
"დინამოს" მიერ თასების თასის მოპოვებიდან 30 წელი გავიდა კულტურა, სპორტი
"დინამოს" მიერ თასების თასის მოპოვებიდან 30 წელი გავიდა თბილისის "დინამოს" მიერ 1981 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასის მოგებასთან დაკავშირებულ საუბილეო საღამოს, რომელსაც ორგანიზებას საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი უწევს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ბევრი ცნობილი საფეხბურთო მოღვაწე დაესწრება
ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს კულტურა, სპორტი
ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს12 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა ანდრიას უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომაც ეწოდა პირველწოდებული. მაცხოვრის პირველი მოციქული, პეტრე მოციქულის ძმა, საქართველოში უფლის მცნებების საქადაგებლად უშუალოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დავალებით გამოემართა
დღეს ჯვართაღმართების დღესასწაული აღინიშნება კულტურა, სპორტი
დღეს ჯვართაღმართების დღესასწაული აღინიშნება მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ჯვართაღმართების დღესასწაულს აღნიშნავს. გარდა ამისა, 8 მაისი მენელსაცხებლე დედების ხსენების დღეცაა. სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ საღმრთო ლიტურგია აღავლინა







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge