კულტურა, სპორტი » News.GTU.ge



«    მაისი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

დღეს თამარობაა კულტურა, სპორტი
დღეს თამარობაა დღეს, 14 მაისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება. განსაკუთრებული ზეიმით თამარობა დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში აღინიშნება, რადგან სწორედ ამ ეკლესიაში დაიწერა ჯვარი თამარმა
ეკლესია ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს კულტურა, სპორტი
ეკლესია ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს დღეს, 12 მაისს, წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 12:00 საათზე პარაკლისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში გადაიხდის, რომელიც I კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე მდებარეობს
ქართველი საბავშვო მწერლები შვედეთიდან დაბრუნდნენ კულტურა, სპორტი
ქართველი საბავშვო მწერლები შვედეთიდან დაბრუნდნენ საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის წარმომადგენლები, საბავშვო მწერლები ირმა მალაციძე და მარიამ წიკლაური, აგრეთვე ქართველი საბავშვო მწერლებისა და ილუსტრატორების ჯგუფი სტოკჰოლმიდან დაბრუნდნენ. ქართველი მწერლები სტოკჰოლმში შვედეთის მწერალთა კავშირის მიწვევით იმყოფებოდნენ
კულტურის სამინისტროში ვასილ ამაშუკელის ფილმის აღდგენილი ვერსიის ჩვენება გაიმართება კულტურა, სპორტი
კულტურის სამინისტროში ვასილ ამაშუკელის ფილმის აღდგენილი ვერსიის ჩვენება გაიმართება დღეს, 7 მაისს, 13:00 საათზე, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში გაიმართება ვასილ ამაშუკელის ფილმის "ქართველი მგოსნის აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში 21 ივლისიდან 2 აგვისტომდე, 1912 წელს” აღდგენილი ვერსიის ჩვენება. ფილმის ხანგრძლივობა 32 წუთია
ეკლესია წმინდა გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს კულტურა, სპორტი
ეკლესია წმინდა გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს 6 მაისს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ღირსშესანიშნავ რელიგიურ დღესასწაულს - წმინდა გიორგის ხსენების დღეს, გიორგობას აღნიშნავს.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკელსია წმიდა გიორგის ხსენებას ორჯერ აღნიშნავს: 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან საქართველოდან გავრცელდა სხვა ადგილობრივ ეკლესიებში
ეროვნული კინოცენტრი თეატრალურ უნივერსიტეტთან ითანამშრომლებს კულტურა, სპორტი
ეროვნული კინოცენტრი თეატრალურ უნივერსიტეტთან ითანამშრომლებს 3 მაისს კულტურის სამინისტროს, ეროვნულ კინოცენტრსა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერისტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
დოკუმენტს ხელს მოაწერენ ეროვნული კინოცენტრის დირექტორი თამარ ტატიშვილი და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი მარგველაშვილი. მემორანდუმი ითვალისწინებს კინოცენტრს და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობას
"ფოლკ რადიო” და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი რადიოფესტივალის გალაკონცერტს წარმოადგენს კულტურა, სპორტი
"ფოლკ რადიო” და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი რადიოფესტივალის გალაკონცერტს წარმოადგენს 30 აპრილს, 19:00 საათზე, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში, "ფოლკ რადიო” და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი წარმოადგენს რადიოფესტივალის გალაკონცერტს. მონაწილეობენ "საოჯახო ფოლკლორული ანსამბლების რადიოფეტსივალის" გამარჯვებული ოჯახები. ფესტივალის მონაწილე ოჯახებისთვის სავალდებულო იყო ხალხური სიმღერის შესრულება
საქართველოს ნაკრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონია კულტურა, სპორტი
საქართველოს ნაკრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონია ავსტრიის დედაქალაქ ვენაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში, სადაც ტურნირის ბოლო დღეს, 25 აპრილს, საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ქართველმა ძიუდოისტებმა ფინალში საფრანგეთის ნაკრები დაამარცხეს ანგარიშით 3:2 და ოქროს მედლები მოიპოვეს. ფინალური ორთაბრძოლები ზაზა კედელაშვილმა (73 კგ), ლევან წიკლაურმა (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) მოიგეს
კალათბურთის სპეციალისტმა მარვინ ჰარვმა თბილისში ვარჯიშები ჩაატარა კულტურა, სპორტი
კალათბურთის სპეციალისტმა მარვინ ჰარვმა თბილისში ვარჯიშები ჩაატარა მსოფლიოში ცნობილი საკალათბურთო ინსტრუქტორი მარვინ ჰარვი ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიას ეწვია და ახალგაზრდა მოთამაშეებს ვარჯიშები ჩაუტარა.
მარვინ ჰარვის ამერიკის ქალაქ ტამპაში (ფლორიდის შტატი) აქვს საკუთარი საკალათბურთო "სროლის აკადემია". ჰარვი ითვლება მსოფლიოში ყველაზე გამოცდილ და ძლიერ სროლის სპეციალისტად

უილიამ შექსპირის დაბადებიდან 446 და გარდაცვალებიდან 394 წელი გავიდა კულტურა, სპორტი
უილიამ შექსპირის დაბადებიდან 446 და გარდაცვალებიდან 394 წელი გავიდა ინგლისელი დრამატურგისა და პოეტის, უილიამ შექსპირის დაბადებიდან 446 და გარდაცვალებიდან 394 წელი გავიდა. შექსპირი 1564 წლის 23 აპრილს დაიბადა და 1616 წლის 23 აპრილს გარდიცვალა. იგი მიჩნეულია მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ წარმომადგენლად







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge