სტუ » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიასთან ითანამშრომლებს სტუ
23 იანვარს, 11:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ეწვევიან. ადმინისტრაციულ კორპუსში, გიორგი ნიკოლაძის სახელობის დარბაზში, გაფორმდება მემორანდუმი სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს - შპს საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ
ახალი ფაკულტეტის განვითარებისთვის 9 მილიონზე მეტი გამოიყოფა სტუ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის განვითარებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 9 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. ეს თანხა მოხმარდება ინფრასტრუქტურულ, აღჭურვით და პროგრამული უზრუნველყოფისათვის აუცილებელ სამუშაოებს
სტუ-ში გოგი ჭირაქაძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება სტუ
23 დეკემბერს, 14:00 სთ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე სასწავლო კორპუსში გაიმართება პროფესორ გოგი ჭირაქაძის დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო. საიუბილეო ღონისძიება ითვალისწინებს საპატიო დაფის გახსნასა და წიგნის ”გოგი ჭირაქაძის გვერდით” პრეზენტაციას
სტუ-ში მეუფე ანანიას შემოქმედებისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდა სტუ
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეუფე ანანიას შემოქმედებისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენცია სტუ-ის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა გახსნა
დავით ნარმანია პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა სტუ
თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრის თემა ეხებოდა ქალაქში მიმდინარე აქტუალური საკითხებს - ტრანსპორტი, არქიტექტურა, მშენებლობა, ენერგეტიკა, სოციულური საკითხების სამართლებრივი რეგულირება
„არა ძალადობას!“ სტუდენტები ქუჩის აქციებით შეუერთდნენ სტუ
სოციალური კამპანიის ფარგლებში სტუდენტებმა აქციები დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართეს
აცუტო სუზუკის სტუ-ის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა სტუ
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იაპონელ პროფესორ აცუტო სუზუკის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა. იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაციის (KEK) გენერალურ დირექტორს, პროფესორ აცუტო სუზუკის აღნიშნული ჯილდო მაღალი ენერგიების სფეროში განსაკუთრებული მიღწევების აღიარების ნიშნად, ასევე, ქართველ და იაპონელ მეცნიერებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის დამყარებისა და განვითარების ხელშეწყობისთვის გადასცა სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრნგიშვილმა
სტუ-ში გაიმართა სამხრეთ კავკასიის პირადი პირველობა პროგრამირებაში სტუ
8 დეკემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა პროგრამირებაში სამხრეთ კავკასიის პირადი პირველობა. ექვსმა მონაწილემ ამოხსნა 6-6 ამოცანა და დაასრულა ასპარეზობა სატურნირო ცხრილის თავში
იაპონელ პროფესორს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭება სტუ
8 დეკემბერს, 14:300 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იაპონელ პროფესორ აცუტო სუზუკის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭება. შესაბამის დიპლომს იაპონელ პროფესორ სტუ-ის რექტორი არჩილ ფრნგიშვილი გადასცემს
პროგრამირების ჩემპიონატისადმი მიძღვნილი ბრიფინგი ტარდება სტუ
5 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, გ. ნიკოლაძის სახელობის დარბაზში, პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალისა და სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატისადმი მიძღვნილი ბრიფინგი ჩატარდება







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge