თბილისში გამართულ კიკბოქსინგის სარეიტინგო ბრძოლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა გაიმარჯვა.
კიკბოქსინგში სარეიტინგო ბრძოლები ე.წ. K1 ვერსიით გაიმართა. 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში პროფესიონალთა შორის გამარჯვება სტუ-ის დაცვის განყოფილების თანამშრომელმა ანრი გონაშვილმა მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ გონაშვილის მწვრთნელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელი - სტუ-ის დაცვის სამსახურის უფროსი, სპორტის ოსტატი რევაზ ქელდიშვილია.