IBM-ის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

IBM-ის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა ტექნოლოგიები
15-06-2011, 03:36
IBM-ის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა. აი-ბი-ემი (IBM) კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაცია მსოფლიოში, 1911 წლის 15 ივნისს დაარსდა. ამჟამად შტაბბინა განლაგებულია ქალაქ არმონკში (ნიუ-იორკის შტატი). კომპანიის თანამშრომლები ატარებენ ცისფერ უნიფორმას, რის გამოც კომპანიას ხშირად "ცისფერ გიგანტს" უწოდებენ.

კომპანიის შექმნის ისტორია უკავშირდება გერმანელ იმიგრანტ ჰერმან ჰოლერიტს, რომელმაც 1888 წელს შექმნა პირველი ელექტრო-მექანიკური გამომთვლელი მანქანა, ტაბულატორი. გამოგონებამ იმდენად დიდი პოპულარობა ჰპოვა, რომ 1896 წელს ჰოლერიტმა დააარსა კომპანია, სახელწოდებით Tabulating Machine Co. 1911 წლის 15 ივნისს კომპანია გაერთიანდა ორ ფირმასთან, რომლებიც ასევე მუშაობდნენ მონაცემების დამუშავების ავტომატიზაციის მიმართულებით. გაერთიანების შედეგად შეიქმნა კომპანია Computing Tabulating Recording (CTR), რომელმაც 1924 წელს მიიღო საბოლოო სახელწოდება International Business Machines (IBM). 1944 წლის თებერვალში, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორ ჰოვარდ ეიკენის მეთაურობით, შეიქმნა კომპანიის პირველი ელექტრო-გამომთვლელი მანქანა "მარკ-1". 1946 წელს კომპანიამ წარმოადგინა პირველი კომერციული ელექტრო-გამომთვლელი მანქანა – IBM 603 Multiplier. 1952 წელს შემუშავებელ იქნა ახალი ტექნოლოგია, რის საფუძველზედაც მანქანების გამოთვლის სიჩქარემ მიაღწია საოცარ მაჩვენებელს – 17 ათას ოპერაციას წამში. ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, 1954 წელს შეიქმნა კომპიუტერი NORC, რომელიც იმავე წელს საზღვაო არტილერიისათვის შეისყიდა აშშ-ის მთავრობამ.

ტრანზისტორების შექმნასთან ერთად, ლამპებზე მომუშავე კომპიუტერები მორალურად მოძველდნენ, ამიტომ 1959 წელს IBM ქმნის პირველ ტრანზისტორულ მეინფრეიმს, რომელიც ასრულებდა 229 ათას ოპერაციას წამში. მსგავსი მანქანების საშუალებით, აშშ-ის საჰაერო ძალებმა შესძლეს შეექმნათ ბალისტიკური რაკეტების თავდასხმისაგან თავდასაცავი სისტემა. ამავე მანქანების გამოყენებით, ამერიკულმა ავიაკომპანიამ SABRE, პირველად მსოფლიოში დანერგა ავიაბილეთების დაჯავშნისა და გაყიდვის ავტომატიზირებული სისტემა. 1980 წელს IBM-ის ხელმძღვანელობამ მიიღო რევოლუციური გადაწყვეტილება, შეექმნათ პერსონალური კომპიუტერი. მისი შექმნის დროს, გამოყენებული იყო ეგრეთ წოდებული ღია არქიტექტურის პრინციპი, რაც იძლეოდა კომპიუტერის შემდგომი მოდერნიზაციის საშუალებას ახალი ნაწილების გამოყენებით. კომპანიამ თავისი პირმშოს შესაქმნელად გამოიყენა ინტელის მიკროპროცესორები, ხოლო პროგრამულად კომპიუტერებს უზრუნველყოფდა კომპანია მაიკროსოფტი. 1981 წელს მსოფლიოს მოევლინა პირველი IBM PC პერსონალური კომპიუტერი. დღესდღეობით კომპანია ინარჩუნებს მსოფლიო ლიდერის სტატუსს კომპიუტერულ სამყაროში. 2005 წლის მონაცემებით, კორპორაციის წლიურმა ბრუნვამ 91 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
 
 

ასევე:

  • "ოლპსმა" განვითარებადი ქვეყნების ბავშვებისთვის კომპიუტერი შექმნა
  • "Apple"-მა მოგების თავისივე რეკორდი მოხსნა
  • Ford-მა ახალი Focus ST წარმოადგინა
  • საავტომობილო კომპანიებში სიახლეებია
  • “BMW”-მ ავტომობილ “M3”-ის ავტორბოლისთვის განკუთვნილი ვერსია წარმოადგინა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge