USAID-ის საჩუქარი სტუდენტებს - ქარის გენერატორი » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

USAID-ის საჩუქარი სტუდენტებს - ქარის გენერატორი სტუ
1-07-2011, 03:06
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საჩუქრად ქარის გენერატორი მიიღო. გორის რაიონის სოფელ სკრაში, ლტოლვილების დასახლებასთან ახლოს, „ქარენერგომ“ ქარის გენერატორი დაამონტაჟა. გენერატორის სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი ენერგეტიკულ სისტემაში ჩართვა ვერ მოხერხდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ხელმძღვანელობამ, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ს, მიაწოდა ინფორმაცია, აღნიშნული გენერატორის სტუდენტთა სასწავლო ლაბორატორიულ ბაზად გამოყენების შესაძლებლობის შესახებ. ფაკულტეტსა და აღნიშნულ ორგანიზაციას შორის არსებული მეგობრული და საქმიანი მრავალწლიანი ურთიერთობიდან გამომდინარე, USAID-ის ქართული ოფისის ხელმძღვანელობამ, 25000 დოლარად ღირებული 10-კილოვატიანი გენერატორის ტექნიკური უნივერსიტეტისთვის შეძენის გადაწყვეტილება მიიღო.

დანადგარის სიმაღლე 16 მეტრს აღწევს და მისთვის 3 მეტრი წამში ქარი საკმარისია, რომ 8-იდან 10 კილოვატ/საათამდე ელექტროენერგია გამოიმუშაოს. ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა მისი დამონტაჟების ორ ვარიანტს განიხილავდა. პირველი: უმოქმედო მდგომარეობაში, როგორც ლაბორატორიას და მეორე: სამგორის რაიონში, უნივერსიტეტთან ახლად შემოერთებულ „ანალიტხელსაწყოს“ ტერიტორიაზე, მოქმედ მდგომარეობაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, არჩილ ფრანგიშვილის გადაწყვეტილებით, არჩევანი მეორე ვარიანტზე შეჩერდა, რადგან „ანალიტხელსაწყოს“ თავისი ქვესადგური აქვს, რომელსაც გენერატორი მიუერთდება. ამით გაკონტროლდება როგორც თელასიდან ასევე, გენერატორიდან მიღებული ენერგიის დანახარჯი. სტუდენტებს კი ამავდროულად, დანადგარის მოქმედ მდგომარეობაში ხილვისა და მისი მუშაობის სპეციფიკის გაცნობის საშუალება ექნებათ.

ამავდროულად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე პროფესორმა მერაბ შვანგირაძემ შექმნა ბაზალტისა და პოლიეფირის კომპოზიტის ქარის გენერატორის ფრთები, რომლითაც 3-კილოვატიანი ქარის სადგური ამუშავდება. ტექნოლოგიის უპირატესობა ისაა, რომ იგი ავტონომიურია და ენერგოსისტემასთან მიერთება არ დასჭირდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში ტურისტული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად ვითარდება, ბუნებრივია, საკურორტო ზონებში არსებული კერძო სასტუმროების მფლობელთა მხრიდან დანადგარზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზრდება. მისი გამოყენება მცირე საწარმოებშიც იქნება შესაძლებელი.
 
 

ასევე:

  • სტუ-ში ენერგოაუდიტისა დიაგნოსტიკის ლაბორატორია განახლებული გაიხსნა
  • ტექნიკურ უნივერსიტეტში USAID-ის ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
  • ბიონარჩენებზე მომუშავე გათბობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
  • ენერგეტიკული პრობლემების თემაზე ონლაინკონფერენცია გაიმართა
  • სტუ-ში განახლებადი ენერგიის სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია გაიხსნა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge