ქართული ენისა და ლიტერტურის ტესტის ფორმატი იცვლება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ქართული ენისა და ლიტერტურის ტესტის ფორმატი იცვლება სიახლე
27-09-2011, 12:07
2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის (სავალდებულო გამოცდის) ტესტის ფორმატში სიახლეა. ტესტში აღარ იქნება შეტანილი დავალებები, რომლებიც შესწავლილი ლიტერატურული ნაწარმოების გააზრების უნარსა და ქართული ენის პასიურ ცოდნას ამოწმებდა. ტესტში იქნება მხოლოდ 4 დავალება: ა) ტექსტის რედაქტირება (მაქსიმალური ქულა 20); ბ) არგუმენტირებული ესე (20 ქულა); გ) მხატვრული ტექსტის გააზრება (15 ქულა); დ) წერითი დავალებ (25ქულა). წინა წლების მსგავსდ, ამ უკანასკნელ ნაწილში შეთავაზებული იქნება ორი ტექსტი: ერთი - პოეტურ, მეორე - პროზაული. აბიტურენტი ამჯერადც თავად აირჩევს ერთ-ერთს ამ ორიდან და მხოლოდ არჩეული ტექსტის მიხედვით შედგენილ დავალებებს შეასრულებს.

ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 80.

ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფი მიიჩნევს, რომ საატესტატო (გამოსაშვები) გამოცდების შემდეგ იმავე ტიპის დავალებების შეთავზება ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ყოველგვარ აზრს კარგავს და, ამასთანავე, ვერც უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულბების მოთხონებს ითვალისწინებს.

"2011 წელს მთელ საქართველოში წარმატებით ჩატარდა საატესტატო გამოცდები. საატესტატო და მისაღები გამოცდები ფორმითაც და შინაარსითაც უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. ქართული ენისა და ლიტერატურის საატესტატო გამოცდაზე მოწმდება სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ენობრივი და ლიტერატურული მასალის ცოდნა, ერთიან ეროვნულ გამოცდაზე კი უნდა შემოწმდეს აბიტურიენტის ენობრივი კომპეტენცია, კითხვის უნარი და წერის კულტურა ", - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხდებაში.

ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის წევრები აღნიშნავენ, რომ 2012 წლის საატესტატო გამოცდებზე შემოწმდება ქართული ენის გრამატიკული სტრუქტურის, ლექსიკოლოგიისა და სტილისტიკის საკითხების, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების, აგრეთვე სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ლიტერატურული ნაწარმოებების ცალკეული ეპიზოდების, თემატიკისა და ისტორიულ-კულტურული კონტექსტის ცოდნა და შესწავლილი მასალის გააზრების უნარი.
 
 

ასევე:

  • ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დასრულდა
  • გამოცდების ქულებისა და ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება
  • გამოცდების ეროვნულ ცენტრში სააპელაციო განაცხადების შეტანა დასრულდა
  • საატესტატო გამოცდები დაიწყო
  • ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ნაშრომების გასწორება დაიწყო






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge