|
21-11-2011, 23:46
მთავარანგელოზობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო ლიტურღია შესრულდა.
მთავარანგელოზობას წმინდა მთავარანგელოზების: მიქაელის და სხვათა უხორცოთა ძალთა _ გაბრიელის, რაფაელის, ურიელის, სელაფიელის, ეგუდიელის, ვარახიელისა და იერომიელის ხსენებას აღნიშნავენ.
წმინდა მთავარანგელოზების კრების აღნიშვნა IV საუკუნის დასაწყისში ლაოდიკიის კრებაზე გადაწყდა. კრებამ ანგელოზებისადმი ღვთიური პატივის მიგება დაგმო და მათი მართლმადიდებლური თაყვანისცემა დააწესა. ანგელოზთა დასი სამ იერარქიად იყოფა. უმაღლეს იერარქიას სერაბიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი შეადგენენ. საშუალო იერარქიის ანგელოზები არიან : უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი. ანგელოზთა უმდაბლესი იერარქია კი სამ დასს მოიცავს, ესენია საწყისი მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.
მთავარანგელოზნი გვახარებენ დიადისა და დიდებულის შესახებ, გვიხსნიან სარწმუნობების საიდუმლოებებსა და წინასწარმეტყველებებს. |
|