ახალი კანონპროექტით, სამინისტროს გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას ვერ შეაჩერებს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ახალი კანონპროექტით, სამინისტროს გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას ვერ შეაჩერებს სიახლე
9-02-2012, 19:18
ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრება მათ მოქმედებას ვერ შეაჩერებს. ამის თაობაზე დამატებით ჩანაწერი "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში კეთდება.

კანონმდებლობით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია, ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები.

კანონპროექტით კი დგინდება, რომ სამინისტროს შეეძლება დაადგინოს როგორც საჩივრის განსხვავებული წარდგენისა და განხილვის ვადები, ასევე განსხვავებული წესიც.

ამასთან, იმავე კანონში კეთდება ჩანაწერი, რომ ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდასთან დაკავშირებული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებები საჩივრდება სასამართლოში, თუმცა მათი გასაჩივრება სადავო აქტების მოქმედების შეჩერებას არ გამოიწვევს.

კანონპროექტის ავტორი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა, ინიციატორი კი მთავრობა. მისი განხილვა პარლამენტს ჯერჯერობით არ დაუწყია.
ipn.ge
 
 

ასევე:

  • პარლამენტმა "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებები დაამტკიცა
  • აბიტურიენტებისთვის მომსახურების გაწევა, შესაძლოა, ფასიანი გახდეს
  • გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დოკუმენტები, შესაძლოა, ელექტრონული ფორმითაც გასცეს
  • სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებს მაგისტრატურაში სწავლის 10%-ს სახელმწიფო დაუფინანსებს
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების სერტიფიკატის გაცემის ვალდებულება უქმდება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge