პროფესორ გიორგი ჩხეიძის დაბადებიდან 100 წელი სრულდება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

პროფესორ გიორგი ჩხეიძის დაბადებიდან 100 წელი სრულდება სტუ
9-03-2012, 01:18
2012 წლის 12 მარტს 100 წელი სრულდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის მიმართულების პროფესორის, გიორგი ჩხეიძის დაბადებიდან. მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრის თანამშრომლები ამ თარიღს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ.

გიორგი ჩხეიძე 1912 წლის 12 მარტს ქ. თბილისში, რკინიგზელი მოსამსახურის ოჯახში დაიბადა.
1930 წელს დაამთავრა ქ. თბილისის ინდუსტრიული ტექნიკუმი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მშენებლობაზე და დიდუბის ფეროშენადნობთა საცდელ ქარხანაში. 1933-39 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი და პარალელურად მუშაობდა თბილისის 26 კომისრის სახელობის მანქანათმშენებელ ქარხანაში საამქროს ტექნოლოგად, კონსტრუქტორად და საამქროს უფროსად.

1940 წელს ჩაირიცხა სპი-ს ასპირანტურაში.

1941-45 წლებში მონაწილეობდა სამამულო ომში, იბრძოდა ამიერკავკასიის, ბელორუსიისა და ყირიმის ფრონტებზე. იყო ავიაგამანადგურებელთა პოლკის შტაბის უფროსის მოადგილე. ბრძოლებით განვლო გზა კურსკის რკალიდან ბერლინამდე. როგორც თვითონ აღნიშნავდა, სამამულო ომის თითქმის 4 წლის განმავლობაში ბევრი იყო მარცხის სიმწარეც და გამარჯვების სიხარულიც, მაგრამ ბერლინის შტურმის დროს მიღებულ შთაბეჭდილებას ვერაფერი ვერ შეედრებაო. საბრძოლო დამსახურებისთვის გ. ჩხეიძე დაჯილდოვებული იყო ორდენებითა და მედლებით.

ომის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგძო ასპირანტურაში. 1948 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა ინსტიტუტის სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობაში. იყო სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების განყოფილების გამგე, კვლევით სამუშაოთა დანერგვის სექტორის გამგე, მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დეკანი, მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრის გამგის მოვალეობის შემსრულებელი.

ჩხეიძე არის რამდენიმე გამოგონებების ავტორი და თანაავტორი, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია კათედრის წევრებთან ერთად შექმნილი და რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში 1974 წელს დანერგილი გლინვის ნაკადში მილების ბოლოების ჩამომჭრელი ავტომატური მოქმედების დანადგარი, რომლის დანერგვითაც მიღებული იქნა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი. ეს მნიშვნელოვანი სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევა იყო, რომელსაც გამოხმაურება მოჰყვა არა მარტო ადგილობრივი, არამედ უცხოელი სპეციალისტებისგანაც.

გიორგი ჩხეიძე აქტიურად მონაწილეობდა სასწავლო-მეთოდური ლიტერატურის შექმნის მიმართულებითაც. არის რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი.

როგორც მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრის თანამშრომლები ჰყვებიან, გიორგი ჩხეიძე იყო ყველასთვის საყვარელი ადამიანი, გამოირჩეოდა განსაკუთრებული თავმდაბლობით, ყურადღებითა და კეთილი განწყობით, როგორც კოლეგების, ასევე სტუდენტების მიმართ. ყოველთვის გულთან მიჰქონდა თითოეული მათგანის ყველა პრობლემა და მაქსიმალურად ცდილობდა მათ დახმარებას.
 
 

ასევე:

  • სტუ-ის პროფესორი ოთარ მგალობლიშვილი გარდაიცვალა
  • სტუ-ში შოთა თოფურიას იხსენებენ
  • პროფესორ ვახტანგ გოგილაშვილს 80 წელი შეუსრულდა
  • სტუ-ის ოთხი პროფესორი განათლების მეცნიერებათა აკადემიის წევრებად აირჩიეს
  • ღვაწლმოსლი პროფესორი საპატიო დიპლომით დაჯილდოვდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge