საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება სტუ
2-04-2012, 12:02
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იმ ქართულ უნივერსიტეტებს შორისაა, რომლებიც დეკლარირებულადაც და რეალურადაც მიერთებულია თანამედროვე ევროპის, ევროკავშირის ქვეყნების კონვენციებს მეცნიერებისა და განათლების სფეროში:
• არის ბოლონიის პროცესის წევრი, ევროპის 45 ქვეყნის უნივერსიტეტებთან ერთად და ამიტომ მისი საგანმანათლებლო პროგრამები თავსებადია მათთან, განახლებადია, გარანტირებულია სწავლებისა და კვლევის მაღალი ხარისხით და დასაქმების უკეთესი შესაძლებლობით;
• იზიარებს ევროკავშირის საბჭოს სტრატეგიას ევროპაში ყველაზე კონკურენტუნარიანი და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის შექმნის შესახებ და ამიტომ პერმანენტულად ზრუნავს საგანმანათლებლო კონცეფციისა და პროგრამების მოდერნიზაციაზე;
• ერთგულობს 2002 წლის ევროკომისიისა და ევროკავშირის ქვეყნების განათლების მინისტრების კოპენჰაგენის დეკლარაციას "პროფესიული განათლებისა და ტრენინგის სფეროში ევროპული თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ", რაც საგრძნობლად ამაღლებს პროფესიულ განათლებასა და საგანმანათლებლო ტრენინგებს;
• აღიარებს "ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის კონვენციის" პრინციპებს, არის მისი წევრი. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს უფლებას აძლევს მიიღოს კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდის ცნობა კონვენციის ხელმომწერი ქვეყნებისგან.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის უნივერსიტეტთან აქვს დამყარებული პარტნიორული ურთიერთობები, საერთაშორისო კონტაქტები კი სტუდენტებისა და პროფესორების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისა და ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების დამუშავების ფართო შესაძლებლობებს უქმნის. ამ მხრივ, მრავალი პროექტი ხორციელდება დიდი წარმატებით.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსის, ბატონი ოთარ ზუბურიძის განცახდებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული უამრავ ადგილობრივ თუ საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებასთან და სხვადასხვა ორგანიზაციასთან. მათ შორისაა: გრაცის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი (გრაცი, ავსტრია), მეცნიერებისა და ხელოვნების ევროპული აკადემია (სალზბურგი, ავსტრია), ჩრდილოეთი ვისკონსინის ტექნიკური კოლეჯი (გრინ ბაი, აშშ), ევროპულ უნივერსიტეტთა ასოციაცია EUA (ბრიუსელი, ბელგია), ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკური ქიმიის ინსტიტუტი (სოფია, ბულგარეთი), ნოტინგემის უნივერსიტეტი (ნოტინგემი, დიდი ბრიტანეთი), ბრუნელის უნივერსიტეტი (ბრუნელი, დიდი ბრიტანეთი), ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტი (იენა, გერმანია), ჰაილბორნის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (ჰაილბორნი, გერმანია), საარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი (საარბრიუკენი, გერმანია), იულიხის კვლევითი ცენტრი (იულიხი, გერმანია), კარლსრუეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (კარსლუე, გერმანია), მანუფიის უნივერსიტეტი (მანუფია, ეგვიპტე), კარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტი (ტრაპიზონი, თურქეთი), იალოვას უნივერსიტეტი (იალოვა, თურქეთი), ასოციაცია "Rondine Citadella della Pace" (არეცო, იტალია), შპს AFEKGEO MEDICAL LTD (ისრაელი), არიელის სამარიის საუნივერსიტეტო ცენტრი (არიელი, ისრაელი), სელკირკის კოლეჯი (კანადა), ვილნიუსის უმაღლესი განათლების კოლეჯი (ვილნიუსი, ლატვია), ვილნიუსის გედიმინას სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტი (ვილნიუსი, ლატვია), რიგის ტექნიკური უნივერსიტეტი (რიგა, ესტონეთი), ათენის ნაციონალური უნივერსიტეტი (ათენი, საბერძნეთი), შავი ზღვის უნივერსიტეტთა ქსელი (რუმინეთი, კონსტანტა), ჩრდილოეთ კავკასიის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი (სტავროპოლი, რუსეთი), ჩრდილოეთ კავკასიის სოციალური ინსტიტუტი (სტავროპოლი,. რუსეთი), თანამედროვე ჰუმანიტარული აკადემია და რუსულ-ქართული თანამედროვე ჰუმანიტარული უნივერსიტეტი (მოსკოვი, რუსეთი), Digital Design (რუსეთი, სანკტ-პეტერბურგი), ევროპის უნივერსიტეტთა საინფორმაციო სისტემების ასოციაცია (პარიზი, საფრანგეთი), რადიოელექტრონიკის ხარკოვის ნაციონალური უნივერსიტეტი (ხარკოვი, უკრაინა), პოლტავის სამომხმარებლო კოოპერაციის უნივერსიტეტი (პოლტავა, უკრაინა), საქართველოში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვადასხვა ორგანიზაცია.

როგორც ბატონი ოთარ ზუმბურიძე აცხადებს, სტუ-ს აქვს სასწავლო, სასტიპენდიო გაცვლითი პროგრამები: ფერრარას უნივერსიტეტის (IUSS-ფერრარა 1391) სადოქტორო პროგრამა; სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პროგრამა; DAAD - გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სასტიპენდიო გაცვლითი პროგრამები; საფრანგეთის საელჩოს საქართველოში სასწავლო სტიპენდიების პროგრამები; ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ გამოცხადებული გლობალური სტუდენტური გაცვლითი პროგრამა (UGRAD); საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს სამთავრობო სასტიპენდიო პროგრამები; ვისეგრადის საერთაშორისო ფონდის სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიათა პროგრამები; დიპლომირებული სერთიფიცირებული ბუღალტრების ასოციაცია (ACCA) - ურთიერთთანამშრომლობის პროგრამა; Erasmus Mundus Acion-2, ალრაკისის აკადემიური გაცვლის პროგრამა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის ბევრი საინტერესო პროექტის მონაწილე, მათ შორისაა ტემპუსის პროექტები.
 
 

ასევე:

  • "საქართველოს განათლების კვირეული 2011" გაიხსნა
  • "საქართველოს განათლების კვირეული 2011" დასრულდა
  • სტუ-ში დასაქმების ფორუმი ტარდება
  • პროფესიული პროგრამების ჩამონათვალი გამოქვეყნდა
  • ტალინის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სტუდენტებს პროგრამები გააცნეს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge