გერმანელი პროფესორი საპატიო დიპლომით დაჯილდოვდა » News.GTU.ge



«    მარტი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
დაგვიკავშირდით

გერმანელი პროფესორი საპატიო დიპლომით დაჯილდოვდა სტუ
8-06-2012, 14:04
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობისა და მხარდაჭერისთვის, სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, დოქტორი ვოლფგანგ ტრომერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დიპლომით დაჯილდოვდა. ჯილდო სტუმარს სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსმა ოთარ ზუმბურიძემ გადასცა.

დარმშტატის როტარი კლუბის პრეზიდენტი ვოლფგანგ ტრომერი და ამავე კლუბის წევრები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გერმანიის ქალაქ დარმშტატიდან ესტუმრნენ.

2006 წლიდან დღემდე აღნიშნული კლუბისა და თავად ვოლფგანგ ტრომერის დახმარებით, გერმანიის სხვადასხვა დაწესებულებასა და ბანკში პრაქტიკა გაიარა საერთაშორისო გერმანულენოვანი ინსტიტუტის 50-ზე მეტმა სტუდენტმა. პრაქტიკის დროს სტუდენტები იხდიან მხოლოდ მგზავრობის თანხას, სხვა დანარჩენი ხარჯის დაფარვას კი მთლიანად როტარი კლუბი უზრუნველყოფს. პრაქტიკის დამთავრების შემდეგ სტუდენტები პრაქტიკის ადგილიდან იღებენ დახასიათებასა და ხელფასს.

გერმანიაში მიღებული პრაქტიკა, გერმანიის კულტურისა და შრომის ორგანიზაციის გაცნობა დიდ როლს ასრულებს სტუ-ის სტუდენტების კარიერული წინსვლის საქმეში, საქართველოში ტავიანთი სპეციალობით დასაქმების პერსპექტივის გათვალისწინებით.

ვოლფგანგ ტრომერი საქართველოში პერიოდულად ჩამოდის, კითხულობს ლექციების კურსს, არჩევს საუკეთესო სტუდენტებს პრაქტიკისთვის, ეხმარება მათ ბინის მოძიებაში, სადაც ისინი თვე-ნახევრის განმავლობაში იცხოვრებენ, არჩევს პრაქტიკის ადგილებს სტუდენტების სპეციალობისა და სურვილის გათვალისწინებით.

აღნიშნული საქმიანობისთვის, გაწეული შრომისთვის, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ვოლფგანგ ტრომერი უნივერსიტეტის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობისა და მხარდაჭერისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დიპლომით დააჯილდოვა.
 
 

ასევე:

  • პროფესორი ლევან იმნაიშვილი საპატიო დიპლომით დაჯილდოვდა
  • ღვაწლმოსლი პროფესორი საპატიო დიპლომით დაჯილდოვდა
  • იგორ კვესელავა საპატიო დიპლომით დაჯილდოვდა
  • გურამ მინაშვილი საპატიო დიპლომით დაჯილდოვდა
  • ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები გერმანიაში მიიწვიეს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge