"ქალაქურში" ბარბარობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

"ქალაქურში" ბარბარობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება სიახლე
16-12-2009, 02:35
17 დეკემბერს, 15:00 საათზე, სკოლა-სტუდია “მშობელთა ხიდის” აღსაზრდელებისთვის ბარ-რესტორან “ქალაქურში" გაიმართება ბარბარობისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ღონისძიება “ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელები”. საქველმოქმედო საღამოს ორგანიზატორი ბიზნესტრენინგების ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფია.
ღონისძიების ფარგლებში “მშობელთა ხიდის” 37 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის კონცეტრტს “ბზიკები” და “ბასტი-ბუბუ” გამართავენ. საღამოზე “ბზიკების” ახალი სიმღერის პრემიერაც შესრულდება.
“მშობელთა ხიდის” ყველა აღსაზრდელი საქველმოქმედო საღამოს სპონსორი კომპანიების მიერ სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდება. მათ კომპიუტერი, ჰიგიენური საშუალებები, წიგნები, ჩანთები, მთაწმინდის პარკის ბილეთები და სხვა ნივთები გადაეცემათ.
ღონისძიების სპონსორები არიან ფარმაცევტული კომპანია “პე ეს პე”, კორ-სტანდარტ ბანკი, ბარ-რესტორანი “ქალაქური”, “ავტობილდი”, ჟურნალი “ფოკუსი”, სწრაფი კვების ობიექტი “ფანტაზია”. ბავშვებისთვის საჩუქრები დააწსეს წიგნის მაღაზიათა ქსელმა “ბიბლუსმა”, მთაწმინდის პარკმა “ბომბორამ”, ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია “მაგთიკომმა”, საბავშვო გასართობმა ცენტრმა “მე-9 ცამ”, საჯარო რეესტრმა, საფრანგეთის მემინანქრეთა ასოციაციის წევრმა ეკატერინე აბესაძემ და კომპანია “Sweet Butique Vanilla “-მ, რომელიც აღსაზრდელებს ტორტით გაუმასპინძლდება.
 
 

ასევე:

  • მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის ღონისძიება ჩატარდა
  • სამების ახალგაზრდულ ცენტრში საქველმოქმედო ღონისძიება ტარდება
  • ქალთა ასოციაციამ ხანდაზმულთა პანსიონატში საქველმოქმედო საღამო მოაწყო
  • სტუ მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის საახალწლო ღონისძიებას აწყობს
  • სტუდენტებმა ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია მოაწყვეს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge