|
18-12-2009, 14:02
18 დეკემბერს მართლმადიდებლური სამყარო საბაობას აღნიშნავს. მართლმადიდებლური კალენდრის მიხედვით, ახალი სტილით 18 დეკემბერი ღირსი მამის, საბა განწმენდილის ხსენების დღეა. V-VI საუკუნეებში მოღვაწე წმინდანად წოდებული ქრისტიანი მეუდაბნოე ბერი, ღირსი მამა საბა განწმენდილი 439 წელს კბადოკიაში დაიბადა. წმინდა საბა იყო განდეგილი ბერი, მართლმადიდებლური ლავრებისა და მონასტრების დამაარსებელი. ღირს საბას ღვთისგან ეუწყა აღსასრულის ჟამი და პატრიარქს სთხოვა – პალესტინაში, ჩემს ლავრაში დამაბრუნეო. აკუთხა ლავრის ძმობა და 5 (18) დეკემბერს 94 წლისამ ჩააბარა სული უფალს, რომელსაც სიყრმიდანვე ემსახურა. იგი 532 წელს აღესრულა. |
|