სტუ-ში შვედ მეცნიერებთან შეხვედრა გაიმართა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში შვედ მეცნიერებთან შეხვედრა გაიმართა სტუ
23-10-2012, 13:46
სტუ-ში შვედ მეცნიერებთან შეხვედრა გაიმართა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შვედ მეცნიერებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა საერთაშორისო საინფორმაციო სემინარის - „შვედეთისა და სამხრეთ კავკასიის თანამშრომლობა უმაღლესი განათლების სფეროში“ - ფარგლებში მიმდინარეობდა.

სემინარი 22 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა. თბილისში სტუმრად იმყოფება შვედეთის სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელთა დელეგაცია, რომლებსაც სურთ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა ტემპუსის, ერაზმუს მუნდუსისა და ლინეუს-პალმეს პროგრამების ფარგლებში (ინფორმაცია ლინეუს-პალმეს პროგრამის შესახებ: http://www.mapping-he.eu/Programmes/ProgramDetails.aspx?&sm=1&programid=P266).

საინფორმაციო სემინარის პროგრამა პრეზენტაციების გარდა, მოიცავდა კონკრეტულ მოლაპარაკებებს ზემოთ ჩამოთვლილი სამი პროგრამის ფარგლებში. შვედ კოლეგებთან შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის დეტალური საკითხები.

სემინარი და ორმხრივი პირდაპირი კონტაქტები ხელს შეუწყობს ტემპუსისა და ერაზმუს მუნდუსის ახალი კონკურსისთვის მზადებას და პარტნიორების მოძიებას.
 
 

ასევე:

  • სემინარი „უნივერსიტეტის თანამშრომლობა წარმოებასთან“
  • ერასმუს მუნდუსის პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
  • სტუ-ში ერასმუს მუნდუსის პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
  • გაცვლით პროგრამებში გამარჯვებულ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
  • სტუ-ში ტემპუსის პროექტის სემინარი გაიხსნა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge