სააგენტო "პროფილმა" წლის ბრენდები გამოავლინა » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სააგენტო "პროფილმა" წლის ბრენდები გამოავლინა სიახლე
24-12-2009, 04:02
საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "პროფილმა" სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ნაციონალური ბრენდების რიგით მეშვიდე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში: ლიდერი; რეპუტაცია და ნდობა; წარმატებული ახალი სახელი; წამატებული ტელეპროექტი; წარმატებული პროექტი; წარმატებული ბიზნესრადიო და ბრენდ პერსონა.
2009 წლის გამარჯვებულებად ნომინაციაში "ლიდერი" დასახელდნენ კომპანია "ნიკორა", "გომის სპირტისა და არყის კომპანია", "ნაბეღლავი", "PSP ჯგუფი", "კოდა", "ტკბილი ქვეყანა", "დემასი", ტურისტული კომპანია "N ტური", "ბათოილი" ბრენისთვის "მზიური", "გურჯაანის ნაყინი", "ახალი ნათება", "ესთელაინი" გია გვარამიას კლინიკა, გაზეთი "კვირის პალიტრა", ჟურნალი "სარკე", რადიო "ფორტუნა", TBC TV, "კავკასუს ონლაინი" და კომპანია "მაგთი".
ნომინაციაში "წარმატებული ახალი სახელი" დასახელდნენ "მარიგოლდი", ლუდსახარში "მირზაანი", გაზეთი "Prime Time", ჯგუფი "ეგარი".
ნომინაციაში "რეპუტაცია და ნდობა" გამარჯვება წილად ხვდათ ღვინის კომპანიას "თელავის ღვინის მარანი", კარდიოლოგიურ კლინიკას "გული", საერთშორისო კორპორაცია "აი სი არს" ბრენდისთვის "ჩემი სახლი", "ზარაფხანას" და ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის აკადემიურ დასს.
ნომინაციაში "ბრენდპერსონა" გაიმარჯვა ნანი ბრეგვაძემ.
ნომინაციაში "წარმატებული ტელეპროექტი" - "გადაცემა PS", ნომინაციაში "წარმატებული ბიზნესრადიო" - რადიო "კომერსანტი" და ნომინაციაში "წარმატებული პროექტი" - "არტ-გენი".
"ქართული ბრენდის დღეს 2009"-ის დაჯილოდოების ცერემონიას ესწრებოდნენ კულტურის სფეროს მოღვაწეები, ბიზნესმენები და პოლიტიკოსები.
"ქათული ბრენდის დღე" 2003 წელს დაარსდა.
 
 

ასევე:

  • "გალას" გამარჯვებულები დასახელდნენ
  • "ოსკარის" გამარჯვებულები გამოვლინდნენ
  • "არქიტექტურული პრემია 2010"-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
  • სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენმა“ წლის ადამიანები და კომპანიები გამოავლინა
  • "ოქროს პერგამენტის" ლაურეატები დასახელდნენ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge