სტუ-ის თვითმმართველობამ და აქციის მონაწილეებმა შეთანხმებას მიაღწიეს » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ის თვითმმართველობამ და აქციის მონაწილეებმა შეთანხმებას მიაღწიეს სიახლე
15-11-2012, 19:36
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ბრიფინგი გამართეს. თვითმმართველობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მართებულად არ მიაჩნიათ პრობლემების გადაწყვეტა აქციებისა და სხვა მსგავსი მოქმედებების გზით.

"ამიტომ შევეცადეთ, სამუშაო რეჟიმში განგვეხილა წამოჭრილი საკითხები და შევთანხმდით: სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის გამგეობის წევრები მზად ვართ, საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით და კანონით განსაზღვრული პროცედურების დაცვით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დავიწყოთ მუშაობა სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე", - აცხადებენ ისინი.

როგორც სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის წევრები აცხადებენ, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები იძლევა იმის საშუალებას, რომ კანონიერად და ცივილიზებულად მოგვარდეს ყველა პრობლემა.

"ამასთან ერთად, ქვეყნისა და უნივერსიტეტების ინტერესებიდან გამომდინარე, გამოვდივართ ინიციატივით და მივმართავთ ყველა კომპეტენტურ პირს და ორგანიზაციას, არსებული საერთაშორისო პრაკტიკის საფუძველზე, დაიწყოს ერთობლივი მუშაობა სტუდენტური თვითმმართველობების ფუნქციებისა და როლის განსაზღვრის შესახებ, რათა ერთხელ და სამუდამოდ სრულად გადაიჭრას თვითმმართველობების დეპოლიტიზების საკითხი", - აღნიშნულია მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის წინ სტუდენტთა რამდენიმეკაციანი ჯგუფი აქციებს მართავდა. აქციის ორგანიზატორები იყვნენ "მოძრაობა სოლიდარობის" ლიდერი ივანე მეფარიშვილი და "დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე. აქციის მონაწილეებმა ადმინისტრაციული კორპუსის წინ კარვები გაშალეს. მათი მოთხოვნები იყო: 1. გადადგეს უნივერსიტეტის რექტორი; 2. დაინიშნოს თვითმმართველობის ვადამდელი არჩევნები; 3. გადაიხედოს სტუ-ის ბიუჯეტი.
 
 

ასევე:

  • რექტორის კომენტარი აქციასთან დაკავშირებით
  • სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ანტინარკოტიკული აქცია ჩატარდა
  • სტუ-ში გაიმართა აქცია “სტუდენტური დედაენის დღე”
  • სტუ-ში თვითმმართველობის არჩევნების დებულების პროექტის დამატებითი განხილვა მოეწყობა
  • სტუ-ში სტუდენტური კვირეულის დასკვნითი კონცერტი გაიმართა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge