18 ივლისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა დიდი რუსი საოპერო მომღერლის, თეოდორ შალიაპინის დაბადებიდან 140 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო-კონცერტი. საიუბილეო კონცერტი ჩაატარა საქართველოს მცირე საოპერო თეატრმა “რეგიონ-ოპერამ”. მასში მონაწილეობა მიიღეს “რეგიონ-ოპერას” წამყვანმა სოლისტებმა და საზღვარგარეთის საოპერო თეატრებში მოღვაწე საერთაშორისო კლასის ქართველმა საოპერო მომღერლებმა.