სს “საქართველოს რკინიგზა” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტრანსპორტის მიმართულების წარჩინებული სტუდენტებისთვის სტიპენდიას აწესებს.
სს “საქართველოს რკინიგზასა” და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, “საქართველოს რკინიგზა” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტრანსპორტის მიმართულების წარჩინებული სტუდენტებისთვის სტიპენდიას გამოყოფს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სს “საქართველოს რკინიგზის” გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ და სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა.
თანამშრომლობის მიზანია სარკინიგზო მიმართულებით ახალგაზრდა თაობის დაინტერესება, მომავალში კვალიფიკაციური კადრების აღზრდა და სს “საქართველოს რკინიგზაში” მიზიდვა. ამისთვის სტუ-ის სარკინიგზო ტრანსპორტის მიმართულების მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის “საქართველოს რკინიგზა” 10 000 ლარის ოდენობის დაფინანსებას გამოყოფს, რომელიც განსაზღვრულია მესამე და მეოთხე კურსის სტუდეტებისთვის (წინა სასწავლო სემესტრის აკადემიური შედეგის მიხედვით – სემესტრული საშუალო შეწონილი ქულა უნდა შეადგენდეს 91-ს და მეტს. სტიპენდიის ოდენობა 125 ლარი იქნება.
ამასთან, სტუდენტებს, რომლებიც რომლებიც სულ მცირე ორი სემესტრის განმავლობაში მიიღებენ სტიპენდიას, უფლება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ “საქართველოს რკინიგზის” შიდაკორპორაციულ კონკურსებში, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.